ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯი:”ანტონიო, შენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი”

ლუჩანო მოჯი

ლუჩიანო მოჯი ანტონიო კონტესა და ანდრეა ანიელის შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

“პირველ რიგში თამაშთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა ანდრეა პირლოს ტაქტიკური ჩანაფიქრიდან გამომდინარე.

მაესტრო უბრალოდ ელოდებოდა მთელი მატჩის განმავლობაში, თუ რას მოიმოქმედებდა ინტერი.

ამ დროს ანტონიო კონტე დაკავებული იყო სრულებით სხვა რამით. რაც შეიძლება ემოციურად გამოეხატა ნეგატიური რეაქცია მთავარი მსაჯის ყოველ გადაწყვეტილებაზე და მსგავს სისულელეებზე!

იქნებ და ანდრეა ანიელისთან ეს გაუგებრობა სხვაგვარად მოეგვარებინა.. პირადად რომ ეჩვენებინა მისთვის რაიმე ჟესტიკულაცია, ეს გასაგებია.. მაგრამ საჯარო სივრცეში და ტრიბუნების მიმართილებით, რომ აგზავნი მსგავს შეტყობინებას, ნამდვილად არ ხარ სწორი!

დავუბრუნდეთ მატჩს.. სანამ კონტე მსგავს აზრებში ტრიალებდა და დრო მიდიოდა, მის გუნდს სულ უფრო მეტად უჭირდა მეტოქის ნახევარზე რაიმე გააზრებულის ჩვენება.

ხომ ხედავთ სად იყო საჭირო კონტეს იდეები? სად უნდა ჩარეულიყო? შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ასპექტში ეს იყო ანტონიოს დიდი მარცხი.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<