ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯის ყოველკვირეული მიმოხილვა

“იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი – ლუჩიანო მოჯი, როგორც ცნობილია იტალიის ჩემპიონატის ყოველი ტურის ბოლოს – კვირაობით – პიპო ფრანკოს გადაცემაში “გუშინ, მოჯი და ხვალ” აკეთებს ყოველი ტურის მისეულ შეფასებას, რომელიც ერთობლივად რამდენიმე არხით გადაიცემა. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს გუშინდელი გადაცემიდან, რომელიც მხოლოდ ტიტულისთვის მებრძოლ  “იუვენტუსს” და “მილანს” ეხება.

“იუვენტუსის” შესახებ:

“ტურინის “იუვენტუსს ისევ აქვს საფუძველი, რომ უკმაყოფილო იყოს მსაჯთა კორპუსით. ამიტომ მე მართებულად მიმაჩნია მათი გადაწყვეტილება დუმილის არჩევანთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი კამათი შესაძლებელია გაუთავებლად გაგრძელდეს ამ თემებზე. მეორეს მხრივ, კი ისეთ გუნდთან ნულოვანი ფრის თამაში, როგორიც არის “ჯენოა” და რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს მიღებული საკუთარ კარში, მარტივად  აჩვენებს  იმას რომ “იუვენტუსს” პრობლემები აქვს ფორვარდებთან დაკავშირებით. ბორიელოს გუნდში მოსვლამ უარყოფითად იმოქმედა თუ არა მატრიზე და კვალიარელაზე? ნამდვილად არ ვფიქრობ ამას, რადგანაც ბორიელო მე პირადად არ მიმაჩნია მაღალი დონის თავდამსხმელად.  რაც შეეხება ვუჩინიჩს, ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან მან ჩემპიონატი ასე თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სადღაც დაიკარგა გატანილი გოლების ან თუნდაც საგოლე გადაცემების მიხედვით. და საერთოდ მე არ მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევის დასაგვირგვინებლად მინიმუმ ხუთი მომენტის შექმნა სჭირდებათ. ასეთებს მე “იუვეში” არასოდეს ვაჩერებდი. ეხლა გუნდს აკლია ე.წ. დამგვირგვინებელი, ანუ მათ არ ჰყავთ ტრეზეგე”.

“მილანის” შესახებ:

“რაც შეეხება “მილანს”, იგი როგორც ხედავთ დაწინაურდა სატურნირო ცხრილში დაამარცხა რა “ლეჩე” საკმაოდ იოლად. ეს იყო მორიგი მატჩი, როდესაც “როსონერიმ” აჩვენა თუ როგორ უნდა გაუტანო გოლი მოწინააღმდეგეს, როდესაც გუნდში გყავს ზლატან იბრაგიმოვიჩი. თუმცა მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის ფაქტი, რომ “ლეჩე”  სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ასპარეზობდა დისკვალიფიკაციების გამო.  მსგავსი შემთხვევა ჩემი დროის “იუვენტუსში” რომ დაფიქსირებულიყო, აუცილებლად დაიწყებდნენ საუბარს, რომ ეს ყველაფერი მე ჩავაწყვე და მსაჯები მოვისყიდე” – აცხადებს ლუჩიანო მოჯი.

წყარო: TuttoJuve


0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
66 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sergi mujiry
8 years ago

ასეთებს მე “იუვეში” არასოდეს ვაჩერებდი რა მაროტა ხალხო, მოჯი დაბრუნდეს რა :forza: :juvee:

datka juveeeee
8 years ago

მოდი და ამ კაცს არ დაეტანხმო …………… :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

bacho kochlashvili
8 years ago

ამაური კვინტა არ უნდა გაეშვათ და ისინი ეთამაშათ ტონიც უნდა დარჩენილიყო ამათ თავდასხმაში ერთად აღებულს აჯობებდა ეხა ამათ თავში ტვინი არ აქვთ მოჯი იყო კლასი და იმიტო მოიშორეს :blin: :blin: :blin:

levani ...
8 years ago

ფორვარდებიდან მარტო მატრი და ვუჩინიჩი უნდა დარჩნენ ისიც სკამისთვის :blin:

ika..juve..10
8 years ago
Reply to  pintu-ricchio

:up:

NEDVEDA11..
8 years ago

როგორ?

ika..juve..10
8 years ago

მოჯი გენიოსი ხარ.. იმენა იუვეს კაცი ხარ!!! შენგან უნდა სწავლობდეს კონტე!!! გამიხარდა თავდასხმას რო მიასხი :kiss:

Di Francesco # 1
8 years ago

mamuka1313
ცუდად ითამაშა ჩვენმა შეტევამ ჯენუასთან?
3 შტანგა 1 გოლი, და 8 სეივი გააკეთა ფრეიმ, იუვემ მაქსიმალური გააკეთა გენუაში უბრალოდ გოლი არ შევარდა
ვინ ითამაშა ყველაზე კარგად ჯენუასთან? მეორე ტაიმში

mamuka iosava
8 years ago

“მათ არ ჰყავთ ტრეზეგე”…:DDDD სამწუხაროდ მართალია…ტრეზეგე> მატრი+კვალიარლა+ბორიელო+ვუჩინიჩი…

Di Francesco # 1
8 years ago

ისე კონტე რო იძახოდა 4-2-4 _ში მხეცი ვარო სადაა? :chuvak:
დააყენოს წინ

პეპე—————-კვალი—————მატრი—————მირკო
და თუ ყავს სუსტი შეტევა იუვეს მერე ნახოს მოჯიმ :chuvak:

mamuka iosava
8 years ago

:DDDDDDD შენ რა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ:))))

Di Francesco # 1
8 years ago

pintu-ricchio
:chuvak:
ხო მარა იუვეში ყოველთვის ამართლებს, არასახელიანი მარა ნიჭიერი ფეხბურთელები
http://en.wikipedia.org/wiki/Olivier_Giroud
სტატისტიკაც ცუდი არააქ, 25 წლისაა თუ რამე უნდა ახლა უნდა გაიბრწყინოს, რავიცი მე ძან მინდა და ვნახოთ მაროტა ვის მოიყვანს
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
8 years ago

pintu-ricchio
მონპელიეშია მარტო ათრევს გუნდს, უყურე შემდეგ კვირას და მოგეწონება
მართლა ძლიერი ფეხბურთEლია, ვარსკვლავი თუ ვერ ვიყიდეთ კაი ვარიანტია ჟირ მემგონი
თან გოლი იცის, ბევრიც გააქ
:italy: :achuu: :italy:

tabajuventino
8 years ago

ასეთებს მე “იუვეში” არასოდეს ვაჩერებდი. ეხლა გუნდს აკლია ე.წ. დამგვირგვინებელი, ანუ მათ არ ჰყავთ ტრეზეგე”. :euf:

Di Francesco # 1
8 years ago

pintu-ricchio
ხოდა ზღაპრებს რო მოვეშვათ ჟირუ მშვენიერი ვარიანტია
რას ფიქრობ?

Di Francesco # 1
8 years ago

SPREWELL.
მემგონი პირიქითაა, მე ჩემი სურვილი გამოვთქვი და არაა აუცილებელი ყველა გამოეხმაუროს
მე მინდა ჟირუ უბრალოდ სურვილია, მე კი არ მითანხმებს მაროტა ვინ მოიყვანოს

G M
G M
8 years ago

1კომენტარი დავწერე და 10 კაცი ნუ ამყვება ეხლა მაგაზე რა:)
მე უბრალოდ ის ვთქვი რომ მომავალ წელს იუვეს დასჭირდება “შემდგარი” თავდამსხმელი,რომლისთვისაც აგრეთვე ლიგა არ იქნება უცხო და წესიერად თამაშს შეძლებს.

giorgi mchedlishvili
8 years ago

აბსოლუტურად მართალია მოჯი.ბორიელო ნამდვილად არააა იუვეს დონის ფეხბურთელი.იუვეში თუნდაც ‘ზამენაზე’,ისეთი ფორვარდი უნდა გეჯდეს,რომ შეეძლოს შეტევის გაძლიერება,ბორიელოს კი ეს ნამდვილად არ შეუძლია.
ვუჩინიჩიც რომაში გაცილებით პროდუქტიული იყო.ვალდებულია მოუმატოს თამაშს.

Di Francesco # 1
8 years ago

იგუაინი და მესი მეც კი მინდა მარა არის მაგდენი ფულის გადამხდელი იუვე? აგუერო არ იყიდეს და მერე როსი და ახლა იგუაინის თავი აქვთ
ჟირუ ყველაზე კაი ვარიანტია, ის მეორეც შეიძლება ლიონში როა
იუვეს უნდა სუფთა ცენტრფორვარდი
უკნიდან მოთამაშე ისედაც ბევრია, კვალი, მირკო, იგივე მატრიც და სებასაც დავიმატებთ

barona
8 years ago

მილანი პარმაში ზააგებს ამიტ უნდა ისარგებლოს იუვემ…მოჯი კი გენიოსიააა…

G M
G M
8 years ago

ჰე ეხლა საფრანგეთის ნაკრებიდან გოლს ვინც გაიტანს ყველა კი არარის მოსაყვანი:)))) ჟირუ ან გაამართლებს ან არა,თან მომავალი წლისთვის გვინდა ისეთი ვისაც ლიგაზე თამაშის გამოცდილება ექნება და არამგონია მაგაში ჟირუ გამოგვადგეს. იგუაინის მოსვლა მინდა იუვეში,ყველაზე კაი ვარიანტია ჩემი აზრით.

barona
8 years ago
Reply to  bncnnri.

ყველაზე კაი ვარიანტი იგუაინი ლავეცი კავანი ბენზემა ბენზემა დიდ ფეხბურტს იტამაშებს იუვეში ტუმცა არამგონია გამოუშვან

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  bncnnri.

გაქ ნანახი ჟირუს თამაში? გუშინ პენალტი ნახე?
ნაკრებამდე ვიძახოდი მაგას სანამ ბლანი შეამჩნევდა მანამდე მე დავინახე მემგონი :chuvak: კაცი მარტო გადის ლიგაზე

Di Francesco # 1
8 years ago

მართალია მოჯი
ჟირუ მოიყვანე მაროტა, უმეგრესია :love: :love: :love:
:italy: :achuu: :italy:

gio_juventino
8 years ago

ნანუკას შოუ ვანოს შოუ ეხა მოჯის შოუ, რომელია უფრო რეიტინგული ნეტა? :lool:

G M
G M
8 years ago

მართალია ეს კაცი რა….მართალი!

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

66
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<