ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯი:”უფრთხილდით იუვენტუსს”

ლუჩანო მოჯი

ლუჩიანო მოჯის მოსაზრებები ამა თუ იმ თემაზე ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართება და ერთ-ერთი წყვილი განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს.

მადრიდის რეალის სერია ა-ს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური გუნდი – ატალანტა დაუპირისპირდება:

“რეალი ისეთივე ძლევამოსილი აღარ არის, როგორც ეს გასულ წლებში იყო. 

მესმის, რომ შემადგენლობა ჯერ კიდევ ძლიერია და მითუმეტეს სათავეში ზინედინ ზიდანი უდგათ, რომელსაც დეტალურად ვაკვირდები. 

თუმცა, მათი საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ესპანელებს ბერგამოელები დიდ თავსატეხს გაუჩენენ. 

ატალანტასთვის ეს იმიჯის მატჩია! ერთი სიტყვით საინტერესო სანახაობა გველის. 

დანაკლისები? ატალანტას ასეთი მურიელი ყავს, რომელიც თუ მოედანზე მნიშვნელოვან გოლებს იტანს. აი რეალს ქარიმ ბენზემას სახით სერიოზული დანაკლისი ყავს. 

პაპუ გომესი? სწორი სვლა იყო მისი საზღვარგარეთ გასხვისება. მესმის, რომ იგი ბერგამოში გაცილებით მასშტაბურ როლს ასრულებდა, მაგრამ მათ ახლა მურიელი ყავთ.

სკუდეტო? ინტერი ფავორიტია. ყველაფერთან ერთად მათ ისეთივე სიხშირით თამაშები არ უწევთ. თუმცა, იუვენტუსი არ ჩამოწეროთ. თუ ბიანკონერი ნაპოლისთან გადადებულ მატჩში წარმატებას მიაღწევს, მაშინ მილანს მალევე გადაასწრებს და ინტერს დაედევნება.

სტეფანო პიოლი? როგორც ჩანს მას ინტერი – ლაციოსვის არ უყურებია. მილანმა პრესინგის ქვეშ მოაქცია ნერიაძური, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდისგან შოუს ისედაც არ უნდა ველოდოთ. ინტერი მაშინ რთავს რესურს, როდესაც მეტოქე იღლება. 

მილანელთა მაქსიმუმი წლევანდელ სეზონში? ფრთხილად მოუწევთ ყოფნა.. არის რისკი რომ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაც კი დარჩებიან..”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
5 months ago

eee moji sacuxarod agar ashinebt iuvenetus ver xedav vistan vagebt portus donis gundebtan

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x