ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაესტრო რესურსის სრულად გამოყენებას გეგმავს

ანდრეა პირლო

ფედერიკო ბერნარდესკიმ ტრავმა მოიშუშა და ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ სად ფიქრობს მის დაყენებას ანდრეა პირლო.

უკვე არაერთი გამომცემლობა იტყობინება, რომ მაესტრო იტალიელის აქტიურ გამოყენებას გეგმავს თვის ტაქტიკურ მონახაზში.

ჯერ კიდევ პირველსავე დღეებში, როდესაც იტალიელი ტურინელებს სათავეში ჩაუდგა, გავრცელდა ხმები რომ პირლოს ძალიან მოწონს ბერნარდესკი და მას განსხვავებულ ამპლუაში დაყენებას გეგმავს.

კულუარული ცნობებით ფედერიკო მარცხენა ფლანგზე გაირჯება ორივე ტაქტიკურ მონახაზში, რომლითაც იუვე წლევანდელ სეზონში ასპარეზობდა.

საუბარი არის 3-5-2 სქემასა და 4-3-3 მოდულზე.. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროსთან ერთად, სწორედ ბერნარდესკი განიხილება, ხოლო ბრაზილიელს შესაძლოა რიგ ეპიზოდებში ცენტრალურ მცველადაც მოუწიოს ასპარეზობა..

დანიელე რუგანის და მატია დე შილიოს გასხვისების შემდეგ, ბიანკონერის უკანა ხაზის გასაძლიერებლად ნაბიჯები არ გადაუდგამს.. აქედან გამომდინარე პირლო არსებული რესურსის სრულად გამოყენებას ეცდება.

ერთი ასეთი ექსპერიმენტი დანილოა რომელიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამიტომაც გეგმავს მაესტრო სანდროს ცენტრში შემოწევას სამ მცველიან ტაქტიკაში..

ბერნარდესკის როლი 3-5-2 სქემაში იქნება სრული კონტროლი მარცხენა ფრთაზე, სადაც ალტერნატივად ჯანლუკა ფრაბოტა განიხილება..

4-3-3 სქემაში ფედე უშუალოდ მარცხენა მცველის ამპლუაში განიხილება.. პირლოს მისგან ახალი ჯანლუკა ძამბროტას შექმნა სურს.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 months ago

ბოლო შანსია ფედერიკო..

batumski
batumski
3 months ago

საინტერესოა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<