ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანუელ ლოკატელი:”კიეზა საოცარი ფეხბურთელია”

მანუელ ლოკატელიმ ჩელსისთან საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მასმედიის წარმომადგენელთა მხრიდან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ნახევარმცველმა გამარჯვების შემდეგ Sky Sport -თან საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:

“შესანიშნავი შეხვედრა გავმართეთ! ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, ორი დიდი გუნდის მონაწილეობით.

გამარჯვებაში ყველამ ყველაფერი გავიღეთ და წარმატებას მთელი გულით მივაღწიეთ!

მესმის, რომ ასეთ დაპირისპირებებში ემოციებიც არსებობს, მაგრამ თამაშის მსვლელობისას წამიერი მოდუნებაც კი ძვირად დაგვიჯდებოდა..

საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ბევრ კომპონენტში მმართებს მომატება.. შრომა ჩემთვის უჩვეულო ხილი არ არის და საწვრთნელი სესიის დროს ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.. ფეხბურთელმა მუდამ უნდა დაისახოს ახალი მიზნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესსზე საუბარი ზედმეტია.

დაცვის ხაზი? მცველები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები გვყავს, მაგრამ შედეგს მხოლოდ კოლექტიური თამაშით მივაღწევთ. წინ მოთამაშე ორმა ფედერიკომ ბევრი შავი სამუშაო შეასრულეს და ამ მხრივ დიდი დახმარება გაგვიწიეს.

კიეზა? საოცარი ფეხბურთელია და ვფიქრობ ყველაფერი აქვს რათა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x