ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩის აგენტი:”მას არ სურს ამ თემაზე საუბარი”

მარიო მანჯუკიჩი

მარიო მანჯუკიჩის წასვლამ ბევრს დაწყვიტა გული.. ხორვატი მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, რის გამოც ბიანკონერის ტიფოზერიამ იგი მალევე შეიყვარა..

ბევრს საუბრობდნენ, რომ სუპერ მარიო კარიერას ტურინში დაასრულებდა, მაგრამ მაურისიო სარის მოსვლამ ხორვატის ამ პრესპექტივას წერტილი დაუსვა..

მისი წასვლის წამიდან, ჟურნალისტები ცდილობდნენ მანჯუკიჩისგან კომენტარის აღებას, მაგრამ ამ თემაზე ის ხმას არ იღებს.

ამჯერად ანალოგიური თხოვნით მასმედიის წარმომადგენლებმა ფორვარდის საფეხბურთო აგენტს მიმართეს:

“თავადაც ხედავთ, რომ მარიოს არ სურს ამ თემაზე საუბარი და მეც ვერაფერს გეტყვით..

მანჯუკიჩი დღემდე ღებულობს იუვენტუსის გულშემატკივრებისგან თბილ შეტყობინებებს და სიამაყით ივსება. ალბათ ამიტომაც არ სურს წასვლის მიზეზებზე საუბარს.

ცხადია ქომაგები მარიოს მიმართ უფრო დადებითად იყვნენ განწყობილნი, ვიდრე დანარჩენი ადამიანები..

თუმცა, მანჯუკიჩი დიდი პატივისცემით არის კლუბის მიმართ.. დღემდე ინარჩუნებს მოთამაშეებთან მჭიდრო ურთიერთობას.

კრიშტიანო რონალდუსთანაც კარგი დამოკიდებულება ქონდა.. მაქვს ინფორმაცია, რომ დრო და დრო ტურინელთა ასპაროზობასაც ადევნებს თვალყურს. 

მისი მომავალი კლუბი? ზაგრებში მწვრთნელების გარემოცვაში აგრძელებს ვარჯიშს და ელის შესაბამის წინადადებას. 

ბევრი სისულელე დაიწერა ბოლო პერიოდში.. იგი 200%-ით არის მზად და ვნახოთ, თუ რომელი კლუბი იქნება მისთვის რეალური.. რომელი შეთავაზებს პროექტს, სადაც მანჯუკიჩის რწმენა ექნებათ.

პრემიერ ლიგაში მისი ხილვა დიდი ხანია მსურს, მაგრამ ჯერჯერობით საჭირო წინადადება არ შემოსულა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 year ago

ბერნა მგონი ნაცნობობით მოხვდა იუვეში :D ან კიდევ ერთ ადგილს ულოკავს ამათ :D

Juve2003
Juve2003
1 year ago

მარტო ამ კაცის გაშვებისთვის იყო სარი გასაგდები. : ნეტა დაბრუნდეს, მაგრად გაასწორებდა. ამ ხოდზე მყოფ დიბალას ნაღდად მანჯუს ყოფნა მირჩევნია.

ბაქარი
ბაქარი
1 year ago
Reply to  Juve2003

ჯობია მეგობარო თან 100 თავით

Juve2003
Juve2003
1 year ago

სხვისი არ ვიცი მაგრამ, მე ამ კაცის თითქმის ყოველთვის მჯეროდა, რატომღაც იუვეს ხშირად ჰქონია ფსიქოლოგიური ჩავარდნები 1 გოლის გაშვების მერე თამაშის წახდენები და ეგეთები მარა ეს კაცი თითქმის არასდროს კარგავდა მუხტს, ანგარიშის მიუხედავად მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდა. ჯერ მარტო 2017ში ფინალში სადღაც 10 წუთში გაუთანაბრა რეალს თან რა გოლით. მაგიტომ ცოტათი არ მესმის ვიღაც ქინძთავა ბერნარდესკი უნდა თამაშობდეს ძირითადში და მანჯუ სადღაც ალ დუხაილში და პრო*ობა კლუბში იყოს გაგდებული. სარის კლუბის არევისთვის დედა აქ . . . იმედია ამ კაცს დააბრუნებენ მიუხედავად ასაკისა. დაჟე ისეთ ხოდზეც რო არ იყოს ამას უფრო ეპატიება უფრო მეტი აქვს გაკეთებული, მარა მაინც მგონია რო დიბალას… Read more »

ბაქარი
ბაქარი
1 year ago

იმედია დაბრუნდება ოდესმე მაინც

batumski
batumski
1 year ago

ნაწყენია მარიო..მიტო არ საუბრობს პრესასთან რომ ღირსება გააჩნია..ან რა აზრი აქვს საერთოდ..წარსულია..

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x