ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარიო სკონცერტი:”ვეთანხმები პირლოს დიბალასთან მიმართებაში”

პაულო დიბალა

CalcioMercato -ს ჟურნალისტი მარიო სკონცერტი პაულო დიბალას საკითხს ეხმაურება:

ანდრეა პირლოს რომ უამრავი იდეა აქვს ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა რიგ ეპიზოდებში მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზრები წინააღმდეგობაში მოდის.

თუმცა, რაშიც 100%-ით ვეთანხმები ეს არგენტინელთან მიმართებაში ქცევაა..

დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ჩნდება კითხვები შენ უნდა მიხვიდე მთავარ მწვრთნელთან და არა სპორტულ დირექტორთან, როგორც ეს ლა ჯოიამ გააკეთა..

ფაბიო პარატიჩისთან წუწუნი არ არის სწორი, რადგან იგი არ არის ჩახედული სათამაშო ფილოსოფიაში და ასეთ დროს “საქმის გარჩევა” ადამიანთან, რომელიც სხვა მიმართულებით მუშაობს დროის ფუჭი კარგვაა..

ასეთ დროს, შენ დაუფიქრებლად მოქმედებ და სათვალავაში არ აგდებ მათ, ვინც სათადარიგოთა სკამზე უფრო დიდ დროს ატარებს.. 

მწვრთნელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიბალას ენდობა თუმცა მისგან სასურველ სათამაშო ფორმას ითხოვს.. რაც მთავარია პირლო არ აპირებს, რომელიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა.

აქედან გამომდინარე დიბალას ნერვების მოთოკვა და საკუთარი მაღალი დონის დამტკიცება საწვრთნელი პროცესის დროს მოუწევს..

ნუ დაგვავიწყდება ის გარემოებაც, რომ დღეისათვის მხარეებს შორის კონტრაქტზე მიდის საუბარი.. არსებულ პირობებში პარატიჩის და ზოგადად ხელმძღვანელობას გაუჭირდება პაულოს მოთხოვნების დაკმაყოფილება..”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<