ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი:”ალეგრი, რომა და რეალი – სიმართლე მოლაპარაკებებზე”

მაქს ალეგრი

იუვენტუსის ექს მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მიმართ ყურადღება არ კლებულობს.

მედიაში არაერთხელ გავრცელდა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები შეშლილ მაქსთან დაკავშირებით..

უამრავ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მაქსი სამწვრთნელო საქმიანობას არ დაბრუნებია.

არაერთი ავტორიტეტული გამომცემლობის მტკიცებით, ალეგრი საქმეს 2021 წელს აუცილებლად დაუბრუნდება.. თუმცა, იანვარში მოხდება ეს თუ სეზონის დასრულების შემდეგ ეს უკვე უცნობია.

ბოლო ინფორმაციით, მასთან რომამ თითქოს კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ლუკა მარკეტი სხვაგვარ ცნობას ავრცელებს:

“ინფორმაცია თითქოს მგლებმა ალეგრისთან კონტრაქტი გააფორმეს ვერ დავადასტურებ, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. 

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მაქსის პირველი მოთხოვნა იყო სატრანსფერო პოლიტიკის მასთან შეთანხმება და 4 კონკურენტუნარიანი შენაძენის გაკეთება.

სხვათაშორის ერთ-ერთი ტრანსფერი რომელიც მან მოითხოვა ისკო ალარკონი და ნგოლო კანტე იყო. 

არ გამორიცხოთ ის ფაქტიც, რომ ალეგრიმ ზუსტად იცოდა მგლების პასუხი და ამიტომაც მოითხოვა ეს ფეხბურთელები. მისი სტატუსი ახლა საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და გუნდში, რომელიც მის ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებს მწვრთნელს რეპუტაციას შეურყევს.

ამიტომაც მოქმედებს მაქსი ფრთხილად და ზუსტად იმ პროექტის შერჩევას გეგმავს, რომელიც მის წარმატებულ სამწვრთნელო საქმიანობას გააგრძელებს.

დღეისათვის რეალურ ვარიანტად მადრიდის რეალი ისახება. ფლორენტინო პერესი მაქსის შესაძლებლობებს განსაკუთრებულად აფასებს და მისი გადაბირება არაერთელ ცადა.. შესაძლოა ახლა ყველაზე სწორი დროა, მაგრამ ტოსკანელი არცთუ პოზიტიურად უყურებს გუნდის შუა სეზონში ჩაბარების შესაძლებლობას. 

იმ შემთხვევაში თუ მაქსი ესპანურ გრანდს თანხმობას განუცხადებს, მაშინ მინიმუმ 3 წლიან პროექტს მოითხოვს და ტრანსფერებზე დიდ მხარდაჭერას. მეორე შესრულებადია ასე თუ ისე, მაგრამ პირველი.. რეალში გეპატიჟებიან, მხარდაჭერას გპირდებიან, მაგრამ საკმარისია 3-4 თამაში წარუმატებლობა გადააბა, რომ კარისკენ გითითებენ..

ამიტომაც ფიქრობს მაქსი ღირს თუ არა ისეთი კლუბის ჩაბარება, რომელთან ერთად მოსამზადებელი დრო პრაქტიკულად არ ექნება..

ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება.. გარკვეულწილად სიტუაცია შესაძლოა ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩმაც გადაწყვიტოს..”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 months ago

იუნაიტედი მგონია რატომღაც..ზაფხულის თემაა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<