ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტი:”იუვე დიდი შენაძენისთვის და გაყიდვისთვის ემზადება”

ლუკა მარკეტიმ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკა საინტერესო კუთხით მიმოიხილა:

“გალილეო ფერარისზე მუშაობა აქტიურ ტემპში ვითარდება. პოგბა-იგუაინის გვარები ყველაზე ხშირად ისმის.. შედეგად დაიჩრდილა ბიანკონერის საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი მარკო პიაცას სახით.. დღეს, იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.. ხორვატი მართლაც ძალიანი ნიჭიერი ფეხბურთელია და გუნდმა სერიოზული შევსება მიიღო..

თუმცა, გუნდი ემზადება დიდი შენაძენისთვის და ამავე დროს დიდი გაყიდვისთვის.. მანჩესტერი ცდას არ აკლებს.. 101 მილიონი – ეს არ იყო საკმარისი.. 110 მილიონი და ამჯერადაც უარი.. ბიანკონერის მინიმუმ 120 მილიონის მიღება სურს.. ეს არის წინადადება, რომელმაც შესაძლოა მაროტას თანხმობა გამოიწვიოს.. ისიც ფეხბურთელის ნება სურვილიდან გამომდინარე.

რა ხდება გონსალოს თავს? აპირებს კი იუვენტუსი კოლოსალური თანხის დაბანდებას? ტურინში მასსზე იმდენად დიდ იმედებს ამყარებენ, რომ ეს მართლაც შესაძლებელია.. გალილეო ფერარისზე ყველაფერს დეტალურად განიხილავენ. არგენტინელი უმაღლესი დონის ფორვარდია და მისი შეძენა გუნდს რეალურად მიიახლოვებს ჩემპიონთა ლიგისკენ.. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც თავდასხმის ხაზში სხვაობას შექმნის.. მისი და დიბალას დუეტი შიშის ზარს მოჰგვრიდა თითოეულ მეტოქეს.. სახუმარო საქმე არ იქნება გასული ჩემპიონატის საუკეთესო თავდასხმის დუეტის შექმნა..

ერთია ფორვარდის შეძენა და მეორეა ნახევარმცველის შეცვლა.. პოლის წასვლის შემთხვევაში გარკვეული სვლები შუახაზშიც უნდა მოხდეს.. ამ მხრივ პირველ ნომრად გომეში და მატიჩი სახელდებიან.. რეზერვად ბროზოვიჩი და ვიტსელი.. თუმცა, მათი შანსები შედარებით მცირეა..

კუადრადო.. ჩელსი მის დატოვებას ცდილობდა.. უფრო სწორედ კონტე მაგრამ კოლუმბიელს იტალიაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. იუვენტუსი მზადაა 25 მილიონი გადაიხადოს.. არისტოკრატებს 30-ის მიღება სურთ. ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტსაც, რომ მილანი ასევე ჰორიზონტზეა.. როსონერი ძლიერი ნახევარმცველის ძიებაშია და შესაძლოა ინგლისელთა მოთხოვნები უმოკლეს პერიოდში დააკმაყოფილოს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბებერი დელპიერო
ბებერი დელპიერო
6 years ago

არ წახვიდე შე შავ ტრ..აკა.კვადრატა დავითრიოთ იგუ 60-70ად თუ გამოვა თუ არა სანჩესი და ლიგა ჩვენია.ყვლაფერი კარგად იქნება მჯერა ჩვენი ბრუციანის.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დიდი ჰენაძენი კარგია დიდი გაყვიდა ასეთი დებილური ფრაზა ჰენ გაოიგონე

Vega
6 years ago

რა მაგარი ხალხი ყავთ შეგუებული პოგბას შესაცვლელად რო ნერწყვი მოგადგება. ბროზოვკიჩი, მატუშკა და კიდევ სხვადასხვა ჯაბახანები ვაი რა გეშველებათ.

პეტო
პეტო
6 years ago

პოგბა არ წახვიდე :(

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x