ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”არ შემეძლო ამ გრძნობის ღალატი”

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიო ხელიდან არ უშვებს მომენტს, რომ იუვენტუსის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატოს:

“ნამდვილად არ შემეძლო სერია ა-ში დარჩენა..

ეს მარტო იმიტომ არა რომ წლების მანძილზე იუვენტუსის ღირსებას ვიცავდი.. არც იმიტომ რომ იუვენტუსის აკადემიის წევრი ვიყავი..

მთავარი მიზეზი ფანები იყვნენ, რომლებთანაც იდეალური ურთიერთობა მქონდა.. მათგან საოცარი სიყვარული მაქვს.. ეს ფასდაუდებელია და ამ გრძნობას ვერ ვუღალატებდი.

თან ყოველთვის მქონდა სურვილი, სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა კარიერა და გარკვეული გამოცდილება მიმეღო..

რუსეთში ყოფნისას, გასახდელში ესპანურად და ინგლისურად ვსაუბრობდით.. თუმცა, მინდორზე უფრო იოლი იყო, რადგან საუბარი ფეხებით და თავით მიმდინარეობდა.

სეზონის განახლება საინტერესო იქნება და მიმაჩნია, რომელ გუნდსაც მეტი რესურსი ექნება ის გაიმარჯვებს.

შეხედეთ ბუნდესლიგას, სადაც ჩემპიონატის განახლებას ფეხბურთელები მოუმზადებლები შეხვდნენ.. ტემპი დაბალი იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია უმჯობესდება..

იტალიაშიც ანალოგიურს ველი, მაგრამ თამაშების საღამოს დანიშვნა სიტუაციას ოდნავ გააუმჯობესებს.. აქ ყველაფერი სკამის რესურსზე იქნება, რადგან მატჩების ახლო-ახლო დანიშვნა ძალებს მოითხოვს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<