მარკიზიოს შესანიშნავი სტარტი
3 გოლი 5 შეხვედრაში.სამივე ტურინის “იუვენტუსის” ახალ სტადიონზე და სამივე ერთიდაიმავე კარში.კლაუდიო მარკიზიომ მიმდინარე სეზონში პირველი საოცარი გოლი “პარმას” კარში გაიტანა, შემდეგ გაუფორმა დუბლი “მილანთან” და ბებერ ქალბატონს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.2010/11 სეზონის საწყის შეხვედრებში მარკიზიომ მეტოქეთა კარი ორჯერ დალაშქრა, ჯერ გაუტანა “სამპდორიას” ( 3-3 ), ხოლო შემდეგ “უდინეზეს” ( 0-4 ).
მიმდინარე სეზონში გატანილი გოლებით იტალიელი ნახევარმცველი იმ რაოდენობას გაუთანაბრდა, რაც მან 2008/09 და 2009/10 სეზონების სტარტში გაიტანა.გასული სეზონის მაჩვენებლამდე კლაუდიოს მხოლოდ 1 გოლი აკლია.სულ, ბებერი ქალბატონის მაისურით 89 შეხვედრაში მარკიზიომ თავი 13 – ჯერ გამოიჩინა, მისი გოლების საშუალო მაჩვენებელი ერთ მატჩში 0,15 – ის ტოლია.
ეგრე გააგრძელეთ და სკუდეტო ჩვენიაა…..

ნამდვილი იუვენტინო
კაი კაცია ეს. ამის ინტერის კარში გატანილ გოლს რა დამავიწყებს
აბა მცველები და სეზარი მაგრა დააგოიმა მანდ
ძალიან სერიოზული იყო. ისე კი საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე ვინ გაიტანა მანდ პირველი გოლი. მელომ, კიელინიმ თუ დელ პიერომ
მაგას დიდი მნიშვნელობა არც აქ მაინც გავგუდეთ ინტერი
ეგ თავისთავად