მაროტა ბარძალის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ტურინულ გრანდმა , ანდრეა ბარძალი შარშანდელ სეზონში , იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , სულ რაღაც 300 000 ევროდ იყიდა . მიუხედავად ასეთი სიმბოლური ფასისა , ფეხბურთელმა გაამართლა გულშემატკივრების იმედები და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა . ყველაფერთან ერთად , ანდრეა იტალიის ნაკრებშიდაც დაბრუნდა და ჯორჯო კიელინისთან ერთად დაცვის ცენტრალურ ზონაში ასპარეზობს . ასეთი პროგრესის შემდეგ Tuttosport – ის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი , იტალიელ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ . შეგახსენებთ , ბარძალის მიმდინარე ხელშეკრულებას , ვადა მომავალი სეზონის დასრულებისთანავე გაუვა .
წყარო : TuttoJuve
ფაქტია, რომ ამ კაცის იმედი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ თურმე საოცრებები კიდევ ხდება და ამ კაცმა ნუ სასწაული პროგრესი განიცადა იუვეში დაწარმოუდგენლად დაიხვეწა-რა მეთქმის-ბრავოო!!
ფეხბურთელი, რომელმაც საოცარი პროგრესი განიცადა იუვენტუსში მოსვლისთანავე..იმედია ეგრე გააგრძელებ ანდრეა, ჩვენი დაცვის ბურჯია
ბევრი არ ელოდა ამის ასეთ კარგ თამაშს და არც მე