ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ბოლო სვლებს აკეთებს …

ელიას, ესტიგარიბიასა და ჯაკერინის მოსვლით ანტონიო კონტეს უკვე შეტევის მარცხენა ფლანგზეც აღარ აქვს პრობლემები. “იუვენტუსს” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი გასროლის გაკეთებაღა ევალება და ეს ცენტრალური მცველის შეძენაა. როდოლფო და ფორლანი გამოირიცხა, არც ალექსისა და და ბრუნო ალვეშის მოსვლაზე ისმის რაიმე ახალი. როგორც ჩანს, მაროტა აქცენტს ისევ შიდა, იტალიურ ბაზარზე გააკეთებს. ჰორიზონტზე დავიდე ასტორი და დანიელე გასტადელო გამოჩნდნენ და თუ სამპდორიას ექს გენერალური დირექტორი რაიმე სიურპრიზს არ გვიმზადებს, სწორედ ამ ორი მცველიდან ერთ-ერთი მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.


სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაახლოვებით 24 საათი რჩება და ბოლო საათებს მაროტა მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ფეხბურთელების გასასხვისებლად, რომლებიც “იუვენტუსის” 2011-2012 წლების პროექტში არ შედიან. ამ მომენტისთვის იუვენტუსი 32 ფეხბურთელს ითვლის. იდეალური რაოდენობა კი, რომელიც შეიძლება კონტემ სეზონში გამოიყენოს არის 24-25. შესაბამისად დაახლოვებით 7 ფეხბურთელს მოუწევს გაიხადოს შავ-თეთრი მაისური (დროებით მაინც). წასვლის კანდიდატი კი სულ 11 ფეხბურთელია: ციგლერი, გრიგერა, მოტა, სორენსენი, ბონუჩი, მარონე, ჯანდონატო, პეპე, პასკუატო, იაკინტა, ამაური, რომელთაგან ნაწილს მაროტა გაასხვისებს ან არენდით გაუშვებს.
მაროტას რთული ბოლო საათები ელის, როგორც იცით ფანჯრის დახურვისას ფასები იკლებს და ფინანსების მაქსიმალურად ამოღებაც აუცილებელია იუვენტუსისთვის, რომელმაც საკმაოდ ბევრი დახარჯა ამ ზაფხულს და ძალიან ცოტა მიიღო გაყიდვებიდან. რაც შეეხება ამაურის, “იუვე” მას 6-7 მილიონად აფასებს, მისი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს ამოიწურება და თუ მანამდე არ მოხერხდა მისი გაყიდვა მაროტა საერთოდ ვერაფერს გამორჩება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, ამაური უფრო ნაკლებ ფასად გაიყიდება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე.
წყარო: Goal-Legacy

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paskosipra
11 years ago

ციგლერის გარდა ყველა გასასჰვებია

11 years ago

ისე ციგლერის გაშვება დიდი უნამუსობა იქნება. კაცი უფასოდ მოვიდა და 2 თვეში გაყიდო და არაფრით მილიონები იშოვო ტეხავს. ნივთი ხო არაა

Gio Darja
11 years ago

ასტორი მინდა..

dito chanturia
11 years ago

astori magaria axalgazrdaa da sheudzlia didi fex burtis tamashi namdvilad da italiidan albat sauketeso variantia asoris moyvana

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

:lool:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Dutch

:kenwvla:

Di Francesco # 1
11 years ago

კონტე პროფესიონალია და ხვდება პეპეს როლს კლუბში, პეპე ჩვენია კაი ხანი, არ თქვათ ახლა უკლასოა და რაუნდა იუვეშიო, ყველაფერს ვნახავთ რასაც კონტე გააკეთებს და ვინ წავა და ვინ მოვა

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

პეპე მოაშონ მალე

დიახ კრასიჩს შეცვლის ჯიაკერინი

11 years ago

საინტერესო ხვალინდელი დღე გველოდება!!! მაროტამ მთელი დღე პრესინგი და შეტევა უნდა ითამაშოს.. არაუშავს ანიელი და კონტეც მანდ არიან და ერთად გადაწყვეტენ საკითხებს.. :forza: :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

ბონუჩი, პეპე, პასკუატო, სორენსენი, ციგლერი

ხელი არ ახლოთ…

1.ბონუჩის უშვებს და ასტორე მის ნაცვლად სასტავში თუ ბარძალი??? :blin:
2.პეპეს უშვებს და ჯაკერინი მის ნაცვლად ზამენაზე??? :blin:
3. პასკუატოს უშვებ და ახალგაზრდას ჯოვინკოსავით დაკარგავთ :blin:
4. სორენსენს რას ერჩიან!!! :blin:
5. ციგლერი მიდის და დეჩელიეს ზამენად ვინ რჩება??? :blin:

დაცვაში: კიელინი-ლიხშტაინერი-ბარძალი-დეჩელიე 4 დარჩა…
ვაიმე გავაფრენ!!!

ბონუჩი, პეპე, პასკუატო, სორენსენი, ციგლერი

ამათ შეეშვი მაროტა!!!

irakli kobeshavidze
11 years ago

პასკარაში იმობლემ 2 გოლი გაიტანაა პირველიი ტაიმი დამთავრდააა

Giorgi kasrashvili
11 years ago

1 ტურშიც შეაგდო ვერონას კარში… იმობილემ…

George Khubulava
11 years ago

რას ერჩიან ამ ციგლერს მაინც ვერ ვხვდები რა.. კაცს 2 მატჩი არ უთამაშია ნორმალურად და უკვე გასხვისებაზე ფიქრობენ.. ან ყიდვა რა იყო ან ტრანსფერზე დაყენება ?! :lool:

NEDVEDA11..
11 years ago

დავიდე ასტორი და დანიელე გასტადელო < ამათ ბონუჩი და სორენსენი არ ჯობს?

კარგი რა… კონტეც მაგარი ატრაკებს და მაროტა ხო ტუგადუმია

Di Francesco # 1
11 years ago

ციგლერი გრიგერა სორენსენი მარონე ჯიანდონეტო იაკინტა ამაური

ესენი მიდიან და 25 ფეხბურთელი გვრჩება მაგარი სასტავი გვყავს

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

ძმა , გამყოფი ცოტა ზევით გაუკეთე ხოლმე როცა შედარებით დიდი სტატიაა )

სათაურიც რაც შეიძლება მოკლე

11 years ago
Reply to  Dutch

კაი

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x