მაროტა: “კონტე ლიდერია”
დღეს, ჯუზეპე მაროტა “juventus chanel”-ის სტუმარი გახლდათ. მან ისაუბრა “იუვენტუსში” ჩატარებულ ბოლო 15 თვის სამუშაოზე და ახალ სეზონზე. სხვადასხვა თემებზე საუბრისას გაიჟღერა ისეთმა აქტუალურმა საკითხებმა, როგორიცაა განვლილი სატრანსფერო სეზონი და გუნდში კონტეს მოსვლა: “ვფიქრობ, ყველაზე ღირებული ტრანსფერი მონტენეგროელი ფორვარდის მირკო ვუჩინიჩის გადმობირებაა, ასევეარ უნდა დაგვავიწყდეს არტურო ვიდალიც, რომელიც გუნდს აშკარად გააძლიერებს. კონტე კი ბუნებით ლიდერია, მან იცის “შავ-თეთრი” მაისურის ფასი და იცის აქაური გარემო.” აქვე შედგა დისკუსია წლევანდელი გათამაშების ლიდერი კლუბების შესახებ, ბეპე შეეხო იმასაც, რომ “იუვენტუსში” ძირითად მასას იტალიელი ფეხბურთელები წარმოადგენენ. “ბიანკონერების” სპორტულმა დირექტორმა ახალი სტადიონის შესახებაც გააკეთა კომენტარი: “ეს ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა, ჩვენი ბუნებრივი გარემო. ახალი სტადიონი დიდი ფინანსური ინვესტიციაა, რაც კლუბს განვითარებაში დაეხმარება. გულშემატკივარი, რომელიც ასე ახლოსაა მოედანთან უეჭველად გახდება ჩვენი მეთორმეტე ფეხბურთელი.”
წყარო: “იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი”
juventino4ever
,,უეჭველად გახდება”
საწყენად ნუ მიიღებ ძმა, რჩევა იქნება უფრო, რომ მეტი ვრცლად დაწერო ან სიტყვები შეუსაბამე სწორად… რაღაცნაირად კითვისას ვხვდები რომ შენი მომზადებულია სტატია, რადგან მარტივი ენით წერ…
ისე კი მადლობა რათქმაუნდა რომ ჩვენთვის და საიტისთვის შრომობ…
კაი ტიპია, მაგრამ მოჯიმდე დზაან ბევრი უკლია
მიდით, აბა თქვენ იცით.