ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” მზად ვართ მთელი ინვესტიცია ერთ ფეხბურთელში განვახორციელოთ ”

დღეს ჯუზეპე მაროტამ  , ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Tuttosport – ს , სადაც ტურინული კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა …

” თანხა , რომელიც გამოყოფილია სატრანსფერო კამპანიისთვის , გვსურს რომ გონივრულად დავხარჯოთ . სიმართლე გითხრათ, ჩვენ  – მთელს კაპიტალს ერთ მოთამაშეში დავაბანდებით , მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ , აუცილებელია ყველა ნიუანსის შეჯამება . ისინი კი საკმაოდ ბევრია . აგუეროსთან დაკავშირებით სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება , ამ ეტაპზე არგენტინელის ხელფასის , გარკვეული თანხა  – ესპანეთში არსებული კანონების გამო იბეგრება , იტალიაში კი მას ასეთი რამ არ ემუქრება . თუ რომელიმე კალჩოს გუნდი მოახერხებს , მის წართმევას ჩვენთვის , ეს რეალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსზე გაცილებით მსხვილი წინადადებით მიმართავენ . რაც შეეხება ადაპტაციას , კონტეს ახალ სათამაშო სქემაში ყველაზე იდეალურად სანჩესი და აგუერო შედიან . სხვა კანდიდატები კი ნაკლებად ერგებიან ახალი იუვენტუსის პოლიტიკას . ვუჩინიჩი ? გვაინტერესებს რათქმაუნდა , მაგრამ რომაელებთან მოლაპარაკებებს არ ვმართავთ . უპირველეს ყოვლისა , საკუთარი კლუბის გაწმენდაა საჭირო , მანამ სანამ მირკოსთან დავიწყდებდეთ დიალოგს ” .

” კავანის გაფორმება მე ყოველთვის მსურდა , მაგრამ დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს  ითხოვს . პასტორე ? კონტეს სქემაში მისი ადგილი არ მოიძებნება . ვიდალი და დიარა ? ისინი ორივენი ახლოს არიან იუვენტუსში ჩაირცხვასთან , მაგრამ სხვაობა მათ შორის არის ის რომ , ვიდალი მოწყურებულია გამარჯვებებს , ფრანგისგან განსხვავებით ” .

” შემდეგ ხუთშაბათამდე , დაკავებულები ვიქნებით , საკუთარი მოთამაშეების გასხვისებით . ვფიქრობ , ყველას კარგად გესმით , რომ ასეთ მცირე დროში ყველას ვერ გავყიდით . მარკიზიო ? მისი გაყიდვა არ შედის ჩვენს გეგმებში , თუმცა არასოდეს არ იცი რა შეიძლება მოხდეს ხვალ ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

მარკიზიოს, სისოკოს, და მელოს არ შეეხოთ და ამაური,იაკუინტა,ტონიც,ტიაგო,სალიჰა,პაციენცა,ლეგენდარული მარტინეზი, გრუგერა,გროსო(მარა არ მინდა რო წავიდეს) მოტა მგონია რო ათამაშდება მაგარი იყო სანამ იუვეში გადმოვიდოდა და სხვა :forza:

araxoza
11 years ago

ყველას ვერ გავყიდით კი არა, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ხლამი მოაშერთ გუნდიდან!

Gurami Tkebuchava
11 years ago

მარკიზიოს ხელ არ დაედოს!!! და აგერო დადოს მაროტამ და ეგაა… ვიდალს და ლასანას ყდვას კიდე ბასტოსი იყიდოს ყველას ჯობია!!! :juventus:

11 years ago

მაროტა ისე ლაპარაკობს რო აგუერო უკვე ჩვენია.. აბა რატომ უნდა თქვას – თუ ვინმე აგუეროს წართმევას მოგვინდომებს… მოკლედ აგუერო 99 პროცენტი ჩვენია!!! ძაან გამიხარდა მასზე შეჩერებას რომ არ აპირებს და სანჩესის გვარიც გააჟღერა :chuk:

11 years ago
Reply to  Dutch

მელოსაც გაყიდიან,დარწმუნებული ვარ!

araxoza
11 years ago
Reply to  Dutch

მეც!

11 years ago

კაროჩე ეტყობა მელოსაც და სისოკოსაც უშვებს!

NEDVEDA11..
11 years ago
Reply to 

და 10 ნომერი და გამარჯვებას მოწყურებული კაცი მოყავს ხო?

საცოდავო იუვენტუსო :loool:

11 years ago
Reply to  NEDVEDA11..

არ ვიცი ვინ მოყავთ, მაგრამ ინლერი,ვიდალი, დიარა რატო ეჩალიჩებიან თუ მელო და სისოკო რჩება.

NEDVEDA11..
11 years ago

აჭუკჭუკდა! :chuvak:

dito chanturia
11 years ago

xo da tu vidali ufro mowurebulia eg iyide midi da rad gvinda es diara vidali bevrad jobia da fro axalgazsrdacaaa diara kide wavides manchestershi mand nda mainc tamashi da… ise hondaze ra xdeba am kviras damtavrdeba yvelaferio da b:(:(

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x