ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: “ყველა ტრანსფერი შეთანხმებულია კონტესთან”

მაშ ასე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. “იუვენტუსისასთვის” ყველაზე ნაყოფიერი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე აღმოჩნდა, რომლის თაობაზეც Sky-სთან ინტერვიუში გუნდის გენერალური დირექტორი – ჯუზეპე მაროტა საუბრობს.
პადოინი:
“კონტემ ამის შესახებ იცოდა. მე ვაკვირდებოდი მას “ატალანტაში” და შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ ამ ფეხბურთელს გააჩნია თამაშის მაღალი პროფესიონალური ხარისხი, ისეთი რაც ჩევნს გუნდში ფასდება. ტაქტიკის თვალსაზრისით კი, პადოინი არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედნის ცენტრში შეუძლია გუნდის სასარგებლოდ სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება. თუმცა საბოლოო ჯამში ანტონიო კონტეს გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს მას.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც არ შედიოდნენ კონტეს სამომავლო სამწვრთნელო გეგმებში და პროექტებში, ამიტომ განვახორციელეთ როტაცია, რაც სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არაპროფესიონალები არიან. ჩვენ მწვრთნელის მითითებებისა და შერჩევის საფუძველზე ვიმოქმედეთ.”

რამდენად ახლოს იყავით რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერთან?
“ნაინგოლანი როგორც ფეხბურთელი, ჩვენს მოთხოვნებს პასუხობდა. თუმცა გამყიდველ მხარეს რატომღაც არ გაუჩნდა სურვილი საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო მასთან დაკავშირებით. ამიტომ სხვა ტრანსფერებზე გადავერთეთ. სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ ჩელინოსა და “კალიარის”” – განაცხადა ბეპე მაროტამ.

წყარო: Il Corriere dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino90
11 years ago

იგუანი არ მოიყვანონ და თუ უნდა სერია ბში დაგვაბრუნონ ისევ…

Tornike Iosava
11 years ago

ჰიგუანი არა მაგრამ ბენზემა რო მინდა რავიცი ისე არავინ მინდა

iosi shalolashvili
11 years ago

:forza:

bacho kochlashvili
11 years ago

marota zafxulshi iguaini mitrie da shenze magari tu iyos vinme. higuain :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x