ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარჩელო ლიპი პირლოზე, კიეზაზე და დიბალაზე

მარჩელო ლიპი

მარჩელო ლიპი ანდრეა პირლოზე საუბრობს:

“თავიდანვე უდიდესი ნიჭით გამოირჩეოდა და ყველაფერთან ერთად, კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოებული.

პირადი მოსაზრებით ეს უკანასკნელი აკლდა იუვენტუსს და სწორედ ამ ყოველივეთი გუნდი ერთიან მექანიზმად შეიკვრება.

მწვრთნელის რეალური ძალა გარდა სწორად შერჩეული ტაქტიკური სქემისა, არის ის რომ მოახერხოს ფეხბურთელის თავში შეძვრომა და საუკეთესო თვისებების განვითარება.

ანდრეას კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ სპეციალისტთან ერთად უმუშავია და თუ ახლა ექსპერიმენტებს აკეთებს, მერწმუნეთ ეს სრულებით ნორმალური პროცესია.

აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პირლო მივა სამი ფორვარდით თამაშის ტაქტიკასთან, რომელიც სწორ ბალანს უზრუნველყოფს.

ფედერიკო კიეზა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც მებრძოლი სულისკვეთების პატრონია.. ნუ დაგვავიწყდება მისი ფიზიკური და ტექნიკური არსენალიც.

ორივე ფლანგზე შეუძლია მოქმედება, მაგრამ უმჯობესია თუ პირველ სამ ფორვარდს შორის მოვიაზრებთ, რისი დამსახურებითაც სეზონში მინიმუმ 10 ბურთს და უამრავ სახიფათო მომენტს მივიღებთ.

პაულო დიბალა გაიზარდა და სხვა მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდა. თუმცა, მნიშვნელოვანი მოთამაშე არ ნიშნავს ყველა 70 მატჩში პირველსავე წუთებიდან მინდორზე ყოფნას.. მას ახლა 45 თამაშის უმაღლეს დონეზე დემონსტრირება თავისუფლად შეუძლია.”

5 4 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<