ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო ბონინი:”იუვეს რეჯისტა უნდა და თან იტალიელი”

იუვენტუსის ექს მოთამაშე მასიმო ბონინი კლუბის დღევანდელ სიტუაციაზე საუბრობს:

“მიუხედავად შედეგისა, მოახლოებულ სეზონში ბიანკონერი კვლავინდებურად იქნება მთავარი მოქმედი გმირი.. მის მიმართ ყურადღება მუდამ გაზრდილია და რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოდიოდეს, ყოველთვის წარმატებას ელოდებიან.

წარმატებას არამარტო შიდა ასპარეზზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც. მითუმეტეს მაქს ალეგრის კლუბში დაბრუნების შემდეგ, ეს რწმენა ახლა უფრო მეტად გამყარდება.

მაქს ორი წელი ქონდა იმისათვის, რომ სიტუაცია კარგად შეეფასებინა და სწორი დასკვნები გამოეტანა. დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში მისნაირი ჭკვიანი სპეციალისტი სანთლით არის საძებნი.

რას ვიტყვი ლუკა პელეგრინიზე? პრესპექტიული მოთამაშეა, რომელსაც იუვეში თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ მისცემია.. შესაბამისად, ვფიქრობ ალექს სანდროს პირველ შემცვლელად სწორედ ის უნდა იდგეს, ხოლო სეზონის მიმდინარეობა პასუხს კითხვებზე თავადვე გაცემს.

ნახევარდაცვაზე მუდმივი კრიტიკა მოდის.. არადა იგივე მირალემ პიანიჩი იუვეში ბოლო წელს თუ არ ჩავთვლით კარგად მოქმედებდა.. მაშინ ბოსნიელს ბევრი ტრავმა დაუგროვდა და ამან დიდი ზეგავლენა მოახდინა მის შედეგზე.

ალეგრისთან შუახაზელები თავს ცუდად არ გრძნობდნენ.. მათ იცოდნენ რას ითხოვდა მათგან მწვრთნელი და შესაბამისად საქმე უფრო იოლად კეთდებოდა.

პაულო დიბალა არის შემტევი ტიპის ნახევარმცველი, რომელსაც მოედანზე სრული თავისუფლება უნდა მიანიჭო. ამიტომაც არ მგონია, რომ ვინმემ თუნდაც კიეზამ არგენტინელს სათამაშო დრო წაართვას. მითუმეტეს ალეგრი სწორედ დიბალას გარშემო ხედავს ახალ პროექტს.

რა ესაჭიროება დღევანდელ იუვეს? მცველების წინ მოქმედი გამთამაშებელი.. ამ როლში მე იტალიელს და კონკრეტულად მანუელ ლოკატელის ვხედავ. ისტორიულადაც იუვეში იტალიელები სხვა ენთუზიაზმით და ემოციით ირჯებოდნენ, ვიდრე არგენტინელები ან ბრაზილიელები რომლებიც ნაკრებიდან გადამწვარები ჩამოდიოდნენ. 

კრიშტიანო რონალდუს წასვლა? თუ იუვეს აქვს ამბიცია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს, მაშინ პორტუგალიელის გასხვისება საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. ასეთ ცივსისხლიან ბომბარდირს ფიზიკურად ვერ შეცვლით.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x