ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო ბრიაში:”ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ”

ანდრეა პირლო

იუვენტუსის ექს ფეხბურთელი მასიმო ბრიაში Tuttomercato -სთან საუბრისას, ბიანკონერის გარშემო არსებულ სიტუაციას შეეხო:

“ტურინელები სირთულეებს ყოველ მატჩში აწყდებიან და ეს სამწუხაროდ ვერონასთანაც დაფიქსირდა.

გასაგებია, რომ მათ მთელი რიგი მოთამაშეები აკლიათ, მაგრამ ის ვინც მწყობრშია საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ. ეს ეხება როგორც აარონ რემზის, ასევე ადრიენ რაბიოსაც.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ მათი შანსია მწვრთნელს საკუთარი საჭიროება დაუმტკიცონ? ახლა კი ყველაფერი კრიშტიანო რონალდუს მხრებზე გადადის.

პორტუგალიელი ექსტრა კლასის ფეხბურთელია და იგი არ შეურიგდება არსებულ მდგომარეობას. დამოკიდებულია თუ არა იუვეს მასსზე? დიახ.. მაგრამ მის გარეშე გუნდს ახლა მეტად გაუჭირდება.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რონალდუს გარდა სხვას ლიდერობა არ შეუძლია. ჯორჯო კიელინი და ჯანლუიჯი ბუფონი ის ფიგურები არიან რომლებსაც დიდი სიტყვა ეთქმით.

არჩევანის ანდრეა პირლოზე შეჩერება იყო აბსოლუტურად გააზრებული. დიახ, ბიუჯეტის კუთხითაც იყო პრობლები, მაგრამ თუ ანდრეა შეძლებს საკუთარი იდეების რეალიზებას, დარწმუნებული ვარ წლების მანძილზე კარგ შოუს ვიხილავთ.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
1 month ago

თუ შეძლებს კია რა, ვერ შეძლო ფაქტია.

ნებისმიერი სერიალის საშუალომდე გუნდიც თუ მიგვაპრესინგებს, ჩვენები თავწაჭრილი მამლებივით დარბიან.

რაზეა საერთოდ ლაპარაკი …

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

ლონდონის არსენალი და დორტმუნდი კი არ ვართ ტო მხოლოდ ოთხეულში მოხვედრით რო დავკმაყოფილდეთ. თავდასხმაში ატანილ ბურთს მეკარეს უბრუნებენ ვისაც არ უნდა ეთამაშონ რაზეა ლაპარაკი. მაგ სპეციამ მილანს ისე მოუგო კარში ზუსტი დატრყმა მილანს ქონდა 0 https://www.flashscore.com/match/hd2YG3Er/#match-statistics;0 ისევ თუ ჩამოკრეს ჩვენებმა რამე კურიოზი არ მოხდეს :D რომელიერთის მოხოდვას ველოდოთ მწვრთნელის თუ ახლად გადმოსული ფეხბურთელების? წამყვანი ფეხბურთელები მაგ ლოდინში გაგვექცევიან!

ბაქარი
ბაქარი
1 month ago

rodis tore ki

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<