ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავანი:”პირლო ამ მატჩს განსაკუთრებულად ელოდება”

ანდრეა პირლო

მასიმო პავანი იუვენტუსსთან დაახლოებული ჟურნალისტია, რომელიც ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემს იმ ატმოსფეროს, რომელიც კლუბის გარშემოა შექმნილი.

ამჯერად პავანი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, რომელსაც ნამდვილ ფინალად ასახელებს:

“დიახ, ეს არის ფინალი.. და ფინალი რომელიც ანდრეა პირლომ უნდა მოიპოვოს! ეს მისთვის პირველი გახდება!

სუპერთასი არ ითვლება, რადგან საბოლოო ჯამში ეს ხომ შარშანდელი სეზონის შედეგი იყო.. რომელიც სხვა მწვრთნელის მიერ იყო მოპოვებული.

ამიტომაც გაუსვა ხაზი მთავარმა მწვრთნელმა იმ გარემოებას, რომ ფეხბურთელებმა დაივიწყონ პირველი შედეგი და მინდორზე გავიდნენ 0-0 -ის განწყობით.. იყვნენ აგრესიულები და მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად!

ძნელია არ დავეთანხმოთ. დღევანდელი საფეხბურთო სამყარო ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ ვერ გაიგებ სად ჯობს თამაში.. არანაირი უპირატესობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ შინაურ კედლებში გიწევს ყოფნა. გულშემატკივარი ვერ გეხმარება და ეს მუხტი არ იგრძნობა.

ასე რომ მაესტრომ პრობლემა ზუსტად დაინახა.. მას სურს იხილოს ზუსტად ის გუნდი, რომელმაც ბოლო მატჩებში მეტი კონცენტრირება გამოავლინა და გამარჯვებები მიჯრით მოიპოვა.

გახსოვთ მატჩი, რომელიც სასწორზე ბევრ რამეს დებდა და მასში ტურინს საკადრო პრობლემები არ აწუხებდა? სამწუხაროდ ეს ტრადიცია დერბი დ’იტალიის საპასუხო 1/2 ფინალშიც იქნება..

მაშინ როდესაც ინტერს ჰაკიმი და ლუკაკუ დაუბრუნდა, რომლებმაც გამოტოვეს პირველი დაპირისპირება, ბიანკონერის დიდი ალბათობით არტურის და ბონუჩის იმედი არ უნდა ქონდეს. ლაზარეთში რჩება პაულო დიბალაც. არცთუ კარგი ცნობები ვრცელდება ალვარო მორატასთან დაკავშირებითაც.

ზუსტად ვიცით, რომ სასტარტოში იქნება დეიან კულუსევსკი. მწვრთნელმა მასსზე ფსონი გააკეთა და გულშემატკივარიც შვედისგან ბევრს ელის. სწორედ ის გაუწევს პარტნიორობას კრიშტიანო რონალდუს.. 

პირლო მოტივირებულია.. ფეხბურთელებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და დაუფარავს გამოხატავს სურვილს, რომ ეს ეტაპი წარმატებით გაიაროს, რათა მწვრთნელის ამპლუაში მის მიერ მოპოვებულ პირველ ფინალში მიიღოს მონაწილეობა.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მხატვარი :))
მხატვარი :))
2 months ago

იუვე ბურთს უეჭველი გაუშვებს თუმცა გატანითაც გაიტანს და ფინალშიც გავა. სერია ა რაც შეეხება სავარაუდოდ 10 ტურის ფარგლებში გადაუსწრებს ორივე მილანურ “სუპერ გრანდს”.

maradona73
maradona73
2 months ago

რაღც გული მეთანაღრება დღეს, ნამეტანი ეკონომ რემი არ ჩართოს პირლომ და არ შევრცხვეთ კიდევ ერთხელ …

maradona73
maradona73
2 months ago
Reply to  maradona73

ეკონომ რეჟიმი )

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

maradona73
ტიპი ზედგამოჭრილი იყო ატალანტასთვის.მაინც რა მოხდა მაგისთანა რო გააგდეს საინტერესოა.

maradona73
maradona73
2 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

გასპერინიმ და მაგან დასცხეს მგონი და გასპერინიმ ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ან ეგ და ან მეო )

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago
Reply to  maradona73

:D

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

რაღაც ამ ტრავმვების დიდად არ მჯერა ბევრი ლაპარაკი რო არ წავიდეს შემადგენლობაზე ალბათ მაგიტო სიაფანდობენ.ძალით თუ არ გავიჩალიჩეთ ინტერის გასვლის შანსი არაა.

maradona73
maradona73
2 months ago

თასზე მმეორე წყვილი ვინაა? ერთი ატალანტა მახსოვს მგონი …

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago
Reply to  maradona73

ატალანტა ნაპოლი. ნაპოლის ბერტყვა მომბეზრდა.ძალიან მინდა ატალანტას რაც შეიძლება ბევრჯერ ამოუდოთ რაღაც ძაან აბლატავდნენ ჩვენთან :D

maradona73
maradona73
2 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მადლობა ლაშა.
მაგრა მიქარეს გომესი რომ გაუშვეს, სტაბილურობა დაკარგეს, ლაციომ არ ამოსდოთ სახლში.

batumski
batumski
2 months ago

ნაპოლიზე ვფიქრობ.
მეათე უნდა დაიდოს..

Last edited 2 months ago by batumski
maradona73
maradona73
2 months ago

ჰაკიმი უნდა იჭირონ რამენაირად, წინა თამაშში ნამეტანი ააბუა ფრაბოტა )

maradona73
maradona73
2 months ago

დაცვიდან უნდა ვეთამაშოთ აქტიური პრესინგით, იმედია 2 გოლს არ გავუშვებთ და სანერვიულო არაფერი იქნება.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

13
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<