ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატეის დე ლიგტის პრესკონფერენცია

გთავაზობთ მატეის დე ლიგტის პრესკონფერენციას:

აიაქსში გატარებული პერიოდი არასოდეს დამავიწყდება.. ამ გუნდმა მომცა საშუალება კარიერული წინსვლა განმეხორციელებინა და ამიტომაც ჩემს 19 წელში საკმაო გამოცდილება დავაგროვე..

თუმცა, ახალ პარტნიორებთან შედარებით ჯერჯერობით ბევრი რამ მაქვს სასწავლი, რადგან ისინი სუპერ ვარსკვლავები არიან და სეზონიდან სეზონამდე უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებენ.

ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა, რადგან სამშობლოდან სხვა ქვეყანაში წასვლა და კარიერის გაგრძელება ადაპტაციას მოითხოვს.. თუმცა, უაღრესად ემოციური და სასიამოვნო იყო იუვენტუსის ფანებთან შეხვედრა, რომლებმაც პოზიტიურად მიმიღეს.

ერთა ლიგის დასრულებას ველოდი, რომ საკუთარ თავში ბოლომდე ჩამოვყალიბებულიყავი.. თუმცა, უკვე ამ ეტაპზეც ვიცოდი რომ კარიერის გაგრძელება იუვენტუსში მსურდა.. როდესაც, ჩემთან კრიშტიანო რონალდუ მოვიდა და ტურინში გადასვლა მთხოვა, ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო.

მაურისიო სარის ტელეფონზე ვესაუბრე, რათა ერთმანეთი გაგვეცნო.. იგი ერთ-ერთი მიზეზია რატომაც დღეს აქ ვარ.. მასსზე უამრავი დადებითი მოვისმინე და ვიცი რაოდენ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს საკუთარ კლუბებს.

ბავშობაში გადაღებულ ფოტოზე სადაც იუვენტუსის მაისური მაცვია, დაახლოებით 7 წლის ვარ და რთული არ იქნება მიხვდეთ, რომ მაშინ ფაბიო კანავარო იყო ჩემი კუმირი.. როდესაც შენ მცველი ხარ, ბუნებრივია იტალიის და განსაკუთრებით იუვენტუსის მიმართ გამორჩეული გრძნობები გაკავშირებს..

სტადიონმა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა ჯერ კიდევ 1/4 ფინალის დროს.. ტრიბუნები ახლოს არის, რაც ფანტასტიურ ატმოსფეროს ქმნის.. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა და მაქსიმუმს გავიღებ, რათა თითოეულის იმედი გავამართლო.

ჩემპიონთა ლიგა? ნუ დაგვავიწყდება, რომ სხვა ტურნირებიც არის, სადაც მონაწილეობას ვღებულობთ და ჩვენი მიზანი თითოეულ მათგანში გამარჯვებაა! თუმცა, ყველაფერს ეტაპობრივად, თამაშიდან თამაშამდე უნდა მივუყვეთ.

რატომ ავირჩიე იუვე და არა ბარსა ან პსჟ? უკვე გითხარით, რომ იტალიაში მცველები სხვა საფეხურზე იმყოფებიან და მსურს საკუთარი მახასიათებლები დავხვეწო.. ბევრს ვფიქრობდი სად ჯობდა თამაში.. იუვენტუსმა კი ჩემში თავიდანვე ირწმუნა და იმდენად დიდი სურვილი დამანახა, რომ უარის თქმა წარმოუდგენელი იყო.

არაერთი დიდი ფორვარდის წინააღმდეგ მითამაშია.. კრიშტიანო ნამდვილი მტაცებელია საჯარიმოში.. რთულია წინააღმდეგობის გაწევა მარიო მანჯუკიჩთანაც.. დუგლას კოშტა კი საოცრად სწრაფია.. ახლა გუნდში განსხვავებული ტიპის შემტევები იმყოფებიან, რომლებსაც ფანტასტიური მახასიათებლები აქვთ.

ოთხ ნომრიანი მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს.. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში ვასპარეზობდი ამ ციფრით.. იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ იმედების გამართლებას..

აიაქსი ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ გამოცდილება მათაც დიდი აქვთ.. აქ იუვენტუსში კი მომიწევს ისეთ დიდებული ადამიანებისგან სწავლა, როგორებიც არიან ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და კრიშტიანო რონალდუ..

ჩემი მიზანი? პირველ რიგში ქვეყანასთან და საფეხბურთო ჩემპიონატთან ადაპტაცია.. თამაში კი ნამდვილად მსურს, თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
HH
HH
1 year ago

ჩამოყალიბებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს… მიუხედავად ასაკისა. იმედია, მერე არ გაასხავს!

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

დემირალი ნაღდად სავაჭროდ იყიდეს,არც პრეზენტაცია იყო არც არაფერი მაგ ბიჭის
MU დან წამოვიდა ინტერესი დიბალა დემირალზე და იქნებ გავჩარხოთ პოგბას სვუპი…+ მატუიდიც აუთ
მოკლედ დიბალა+დემირალი+მაწუ=მონას
ჰა როგორია

ფიცხელა
ფიცხელა
1 year ago

მაგარი ბიჭია.

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

კაროჩე რონალდომ იცოდა მაშინ, რო ჩალიჩობდნენ ტრანსფერზე))

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

:forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<