ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატეის დე ლიხტი:”სირთულეებისთვის მზად ვიყავი”

მატეის დე ლიხტი

მატეის დე ლიხტმა ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამომცემლობასთან ჩაწერა ინტერვიუ:

“ადაპტაცია, რომ დროს მოითხოვდა ყველანი ვხვდებოდით.. თავიდანვე ვიყავი მზად, რადგან ერთია აიაქსში თამაშობდე მაღალ დონეზე და მეორეა, როდესაც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადიხარ.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც შენგან დაუყონებლივ უმაღლესი დონის თამაშს ელიან.. თუმცა, ამის გაკეთება პრაქტიკულად წარმოუდგენელია..

საბედნიეროდ აქ განსაკუთრებულად კარგი ადამიანები დამხვდნენ.. იგივე, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ხშირად მესაუბრებიან.. 

მათი შეფასებით, ძალიან კარგი მცველი ვარ, რომელსაც სასწავლი კიდევ ბევრი აქვს.. ორივე მათგანი დიდ დახმარებას მიწევს, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ვარ!

მაურისიო სარისთან ხშირად ვსაუბრობ.. იყო პერიოდი როდესაც სათადარიგოთა სკამზე ვიყავი.. ამის მიზეზი ტრავმაც იყო, მაგრამ მწვრთნელი ხშირად მიმეორებდა: 

არაფერზე იფიქრო.. შენ სეზონის დასკვნით ნაწილში დაგვჭირდები და ამიტომაც საუკეთესო ფორმაში უნდა იყო! ახლა არაფერზე არ ინერვიულო!

ჩემპიონთა ლიგა იუვენტუსისთვის პრობლემას კი არა მთავარ მიზანს შეადგენს! გუნდი განსაკუთრებულად ემზადება და თითოეული ჩვენთაგანი სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას.

სტეფან დე ვრეი იყო პირველი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებში 17 წლის ასაკში მყოფს დამელაპარაკა.. მას შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ერთმანეთს ხშირად ვხვდებით, რადგან ტურინსა და მილანს შორის მანძილი არცთუ ისე დიდია.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published.

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

<