ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: “დღითი-დღე ვპროგრესირებთ”

მოგეხსენებათ, ერთი საათის წინ “ბიანკონერებმა” ტურინში ძალინ მნიშვნელოვანი 3 ქულა წამოიღეს. “იუვენტუსმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა კონტეს ყოფილი კლუბი “სიენა”. ერთადერთი გოლი მატჩში მატრის ანგარიშზეა. ფეხბურთელისთვის ეს გოლი მართლაც, რომ საჭირო იყო, რადან, წინა ტურში იტალიელს ნამდვილად არ უმართლებდა და დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და მატრიმაც გახსნა თავისი გოლების ანგარიში სერია ა-ს წლევანდელ გათამაშებაში. გთავაზობთ ფეხბურთელის პირველ კომენტარს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ: “მოგეხსენებათ, გასულ სეზონში, ქულათა უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის გუნდებთან დავკარგეთ. დღეს ჩვენ გავედით მოედანზე და იქ დაგვხდა ძალიან მობილიზებული გუნდი, რომელიც გააზრებულად მოქმედებდა. ჩვენი მისია იყო შეგვენარჩუნებინა ბურთი და უპირატესობას დავუფლებოდით, რაც ზედმიწევნით კარგად შევძელით”. კონტემ თავდასხმის ხაზში დღეს მატრისთან ერთად ვუჩინიჩი გამოიყვანა და ალესანდრომ სწორედ მონტენეგროელის საგოლე პასის წყალობით გაიტანა:ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ და შევთამაშდეთ. დიდი ხანი არაა, რაც მირკოსთან დუეტში ვთამაშობ, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა, თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ”. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამარჯვების წყალობით “იუვენტუსი” სატურნირო ცხირილის სათავეშია. ეს ფაქტი მატრისაც ახარებს, თუმცა მაინც სიფრთხილეს ირჩევს: “ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ ცხრილში, თუმცა ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მხოლოდ ორი ტური გვაქვს ჩატარებული. დღესდღეობით ჩვენი საფიქრალი არა ეს, არამედ ოთხშაბათს გასამართი მატჩია.”

წყარო: “იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
del piero_buffon
11 years ago

მაგარია რა მატრი ამის თამაშს რო ვუყურებ ინძაგი მგონია ყველა გასატანი გააქვს

11 years ago

ბრავო მატრი.. მჯერა ამ ბიჭის, ტავის გასატანს ყოველთვის გაიტანს, ინძაგის სტილშია. მაგრამ პიპოსგან განსხვავებით გაცილებით კარგად ძმაკაცობს ბურთთან

ასევე მალადეც ვუჩინიჩს.. არაჩვეულებრივი პასი მისცა მიტრას :love:

საბა შიოშვილი

მატრი… ბომბარდირი უნდა გახდეეე :forza:

tsotne tsertsvadze
11 years ago

ისე ორივეს ცენტრ ფორვარდად თამაში რაღაც არ გამოდის ორივე უცდის პასს როდის გადააწოდებენ ნახევარმცველები არ ჯობია მირკო ცოტა უკან დახიოს და უფრო სიღრმიდან ითამაშოს თან ეს მგონი უფრო გამოსდის ვიდრე ცენტრალური თავდამსხმელობა.

Giorgi kasrashvili
11 years ago

მატრი მიყვარხაააარ…

მწერალთან ერთი შესწორება ბოსნიელი თავდამსხმელიდან კიარა მონტენეგროელიდან მიიღო… :chuvak:

saba tsertsvadze
11 years ago

ვუერთდები შესწორებას.

saba tsertsvadze
11 years ago

ბიჭებო მორე ტაიმს ვერ ვუყურ და ვნახე კიელინი შეუცვლიათ და სერიოზულია რამე?

Giorgi kasrashvili
11 years ago

სერიოზული არაფერია ძმა…

Gio Darja
11 years ago

შემოგევლე მიტრა – მატრი :love: ყველაზე მეტად ალეს გოლი გამისწორდა.. :up:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x