მატრი : ” მასიმინოზე ქულების აღება ყოველთვის რთულია ”
ბიანკონერის სატრანსფერო კამპანია , დიდი ხნის მანძილზე , საკმაოდ დაბალ შეფასებებს ღებულობდა . თუმცა , ბოლო პერიოდში ამ კუთხით სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა . მაგალითად ალესანდრო მატრი , უდაოდ გამორჩეული შენაძენია , რომელიც კლუბმა განახორციელა გასულ სეზონში . 2011 წლის იანვარში , არენდით აყვანილმა ფორვარდმა არაერთი მნიშვნელოვანი ბურთის გატანა მოახერხა და მალევე დაიპყრო ტურინული ტიფოზერია . მიმდინარე სეზონში , მან სიენასთან შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა , რითიც გახსნა პირადი ანგარიში 2011/12 კალენდარულ ციკლში . რამდენიმე ხნის წინ კი , კალიარის ექს ფორვარდმა , საკუთარი ოფიციალური ვებ გვერდიც გახსნა alessandromatri.it : ” იქ თქვენ იხილავთ ყველანაირი ინფორმაციას ჩემს შესახებ , პლიუს სხვადასხვა ფოტოებს და ვიდეოებს , რომელიც რეალურად ასახავს იმ ემოციებს , რასაც განვიცდი მოედანზე ყოველი შეხვედრის განმავლობაში “ .
გუნდში კიდევ რამდენიმეს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, ამ თემაზე მათთან ხომ არ გისაუბრია ან რჩევა გიკითხავს? თუ ერთმანეთსაც ეჯიბრებით, თუ ვის უფრო უკეთესი გვერდი აქვს?
” რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა შეჯიბრი აქ არაფერ შუაშია. ეს უბრალოდ კარგი ჟესტია ფანების მიმართ.”
რაც შეეხება ჩემპიონატს, რას იტყოდი გუნდისა და თავად შენს სტარტზე ახალ ჩემპიონატში, კიდევ აპირებ წინა სეზონის 20 -გოლიანი ნიშნულის გამეორებას?
” ვფიქრობ კარგი სტარტი იყო, გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ ქულები არასდროსაა საკმარისი, კარგი განწყობა და ატმოსფეროა. დადებითი ასპექტები არსებობს და ისინი უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება პერსონალურ მიზანს, განსაზღვრულ გოლების ზღვარს არასდროს დავისახავ , ყოველი ჩვენგანი სეზონის სტარტისთვის საკუთარი ადგილის განმტკიცებას ცდილობს.”
ახალი სეზონის მთავარი სიახლე ახალი სტადიონია. როგორია მასზე თამაში და გულშემატკივრების ასეთ სიახლოვეზე ყოლა?
” ეს მართლაც საოცარი გრძნობაა და მოტივაციას გმატებს. ფანების ახლოს ყოლა სათამაშოდ დამატებით ენერგიას გვძენს. ”
ახალ სტადიონზე გოლი ჯერ არ გაგიტანია, შესაძლებელია ეს “მილანთან” გააკეთო?
” მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმედი მაქვს, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.”
ალესანდრო ასევე კატანიასთან მოახლოებულ მატჩსაც შეეხო : ” დაგვჭირდება მორალური და ფიზიკური ენერგია იმისათვის , რომ წარმატებულად ვიასპარეზოთ სიცილიაში , რადგან იქ ყოველთვის გვიჭირს ხოლმე წარმატების მიღწევა . მშვენივრად მოგვეხსენება საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და სწორი კონცენტრაციით გავალთ მოედანზე . რაც შეეხება ბოლონიასთან დაპირისპირებას , ჩვენ განვიხილეთ იგი და შესაბამისად გამოვყავით ნეგატიური და დადებითი მხარეები . მწვრთნელმა მიგვითითა იმ შეცდომებზე , რომლებიც ცუდად თამაშის დროსაც და ასევე კარგად ასპარეზობისას დავუშვით . მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა , რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია . კარგად გვესმის , რომ არსებობენ კლუბები , რომელთაც გაცილებით მეტად შეთამაშებული შემადგენლობა გააჩნიათ . ძნელია, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში უმალ დადებითი შედეგის ჩვენება . კონტეს სიტყვებიც სწორედ ამას უსვამს ხაზს , როდესაც მცირე დროს ითხოვს ” .
დასასრულს ალესანდრომ , ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა…
” ჩემს ანგარიშზე , მხოლოდ ორი მატჩია და ისიც არა სასტარტო შემადგენლობაში დაწყებული , ამიტომ საუბარი იმაზე რომ ადგილი დაბევებული მაქვს გადამატებეულია . შემადგენლობაში არა ერთი მაღალი დონის ფორვარდი ირიცხება და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული , თუ როგორ ფორმაში იქნებიან ფეხბურთელები . ერთადერთი რაც შემიძლია , არის ის რომ კარგად ვიასპარეზო იუვეს შემადგენლობაში ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
დღეს ინტერმა კიდე თუ ვერ მოიგო უეფაზეც არ იოცნებონ
აუუუ კვირამდე რა მოიცდის :@.... ....
შემჯიბროს ვინც უნდა რომ მატრი ყველაზე მეტს გოლს გაიტანს იუვეს შემადგენლობოში…

დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: წელს ბომბარდირი პაციენცაა
მარა ისე სერიოზულად რო ვიმსჯელოთ, ვუჩინიჩსაც დიდი შანსი აქ და კვალიც არ დავივიწყოთ მარა კვალი გოლების მანქანა არაა და ვერც იქნება
მატრი ძალიან მიყვარხარ და შენი იმედი მაქვს…
გოლების მანქანად უნდა ჩამოყალიბდე…
ტიპი შარშან მე2 ნახევარში სულ გოლების ავტორში ეწერა…
ხანდახან ვერ ვახერხებდი ყურებას და სანამ ვნახავდი გოლის ავტორს გული მიგრძნობდა რომ იქ მატრი იქნებოდა…
მადლობა მაროტას ამის შეძენისათვის

ეჰ წავედი პორტო ბენფიკას ვუყურო
მაქვს ამ ბიჭის იმედი და იმედია რო გაამართლეებს და აქ რა მოსატანია და მაგრად მაინტერესებს სხვა ფანკლუბის ხალხს ფებხბურთს თუ ეთამაშებიით? :P
მაგარი უნიჭო საიტია
ეთქვა ჩვენთვის და გავუკეთებდით რამეს
ვებ-გვერდით გადაამლაშა
сделай хет-трик на массимино
ცოტა უფრო მოქნილი რო იყოს, უკეთესი იქნებოდა
ცოტა თავდაჯერებულობაც აკლია
მომენტებს ბევრს ქმნის მარა მნაკლებს იყენებს
მოკლედ მუშაობა უნდა და როცა ლიგაზე დავბუნდებით კარგ ფორმაში იქნება
მატრი გაიტანს თან უეჭველი
კარგი ფორვადრდია.. ყოველთვის ბევრს მოძრაობს და მომენტებს ეძებს, ინძაგის ვარიანტია ოღონს გაუმჯობესებული ვერსია.. მაგრამ პიპოს ნახევრად მომენტების გამოყენებაში ბადალი არ ყავს, იმედია მატრიც დახვეწავს ყველა ასპეკტს და უფრო თავდაჯერებული გახდება
მატრი შენ დაამტკიცებ, რომ ნაკრებშიც ძირითადში უნდა იყო