მატრი უკმაყოფილოა პრანდელის არჩევანით
ტურინის ” იუვენტუსის ” ცენტრ ფორვარდი , ალესანდრო მატრი , ფრიად უკმაყოფილიოა ჩეზარე პრანდელის გადაწყვეტილებით , რომელიც პაბლო ოსვალდოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ეხება . არგენტინული ფესვების მქონე ფორვარდი , მას შემდეგ იქნა გამოძახებული სკუადრა აძურიში , რაც ცნობილი გახდა , რომ ჯამპაოლო პაცინი და მარიო ბალოტელი ტრავმირებულნი არიან . თავდაპირველად გაჩნდა აზრი , რომ პრანდელი მატრის გამოიძახებდა , მაგრამ საბოლოო ჯამში ფსონი ოსვალდოზე გაკეთდა : “ ვწუხვარ რა თქმა უნდა , რადგან არ ვითვლები გუნდის ნაწილად . მაგრამ , ოსვალდოს გამოძახება , მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით განხორციელდა . მე კი ამასობაში დაველოდები ჩემს შანსს . ჯერ კიდევ არის დრო და დიდი იმედი მაქვს , რომ მომავალში აუცილებლად მომეცემა საშუალება მოვირგო იტალიის ნაკრების მაისური “ .
წყარო : Football Italia
აბა რა შენი დროც მალე მოვა
ალესანდრო დელ პიერო მინდა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზეეეე!
პრანდელიმ თქვა დელ პიერო ასეთ ფორმას თუ შეინარჩუნებს წავიყვანო
შესაძლოა მატრი წელს არ თამაშობს და ისეთი ეფექტური არ არის , მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ოსვალდოს გამოძახებას ისევ მატრი ჯობდა. რა გააკეთა ოსვალდომ? 2 გოლის გატანის გამო გამოიძახა? მაგას ჯობდა ვინმე ახალგაზრდული ნაკრებიდან მიეწვია.
კარგი რა მატრი.. არ თამაშობ და ვინ გამოგიძახებს, საქართველო ხომ არ არის : ((
მემგონი ჩვენნაირი ნახევარდაცვა არცერთ ნაკრებს არ ყავს
ხოლო დაცვის ცენტრში მაინც რანოკია ჯობია ბონუჩის ჩემი აზრით.
ისე კასანო და პაცინი მაგრად ეწყობიან ერთმანეთს..გოლი იცის პაცინიმ
კასანო ჯოვინკოს მატრი და მირკოს წყვილი ჯობია
ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა 6 კაცია იუვედან
———————–Buffon,—————————-
————- Maggio, Barzagli, Bonucci, Chiellini,———
————Pirlo, De Rossi, Marchisio, Montolivo,———
——————— Cassano, Giovinco.——————-
მიდი ალესანდრო