ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”იმაზე მეტი ვიხილე ვიდრე ველოდი”

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა დერბი დ’იტალიაში ინტერის დამარცხება მოახერხა:

“ტაქტიკურ წყობაზე და ფეხბურთელების პოზიციებზე ბევრს ვფიქრობდით.. სამწვრთნელო შტაბთან გუშინ გვიან ღამითაც მქონდა კონსულტაცია..

შედეგად ხუან კუადრადოს მარჯვენა მცველად გამოყენება გადავწყვიტეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პაულო დიბალა და დუგლას კოშტა ორივენი სკამზე იქნებოდნენ.

ასეთი სვლით კი ჯერ კოშტა გამოვიყენეთ, ხოლო შემდეგ არგენტინელი ისეთ დროს როდესაც თამაში უნდა დაგვეხურა. 

დიბალამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რაოდენ დიდ ძალას წარმოადგენს. აარონ რემზის გოლის შემდეგ დიბალა უკვე მზადყოფნაში იყო და გატანილმა ბურთმა ჩემს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არ მოახდინა, რადგან ღრმად მწამდა რომ იგი ყველა კითხვის ნიშანს გააქრობდა.

თავად უელსელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან ყველა კრიტიკოს უპასუხა საკუთარი პროდუქტიულობით.. მისი პოზიცია უშუალოდ ცენტრშია და ამიტომაც აღარც ვცდილობთ რემზისგან ტრეკუარტისტას შექმნას.

ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება და სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე იმაზე მეტი ვიხილე გუნდისგან ვიდრე ველოდი.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, წინ კიდევ 12 მატჩია და ყველაფერი სწორედ ამის შემდგომ გადაწყდება.

ინტერი საწყის ეტაპზე დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებდა.. მათი პრესინგი კი ძალას მოითხოვდა და აქედან გამომდინარე, რაც დრო გადიოდა ენერგია ეცლებოდათ. 

ჩვენის მხრივ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთსო 20 წუთიანი მონაკვეთი ჩავატარეთ, რომელმაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა და ბევრი საჭირო იმპულსიც მოგვცა.

გონსალო იგუაინს ნუ აკრიტიკებთ, რადგან არგენტინელმა ამ შეხვედრაში დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა..

ის რომ ინტერი ბურთს ვერ აკონტროლებდა მისი დამსახურებაა, რადგან მუდმივად აწუხებდა მარსელო ბროზოვიჩს და მას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა..

სწორედ ამიტომაც ჩანდა პიპიტა ასეთი გადაღლილი მეორე ნახევრისთვის.. მსგავს სტილში ასპარეზობა დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მთავარია, რომ გონსალომ ჩემი დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა.

თითოეულით კმაყოფილი ვარ, რადგან ისეთი ძლიერი გუნდი როგორიც ახლა არის ინტერი და 90 წუთის შეხვედრაში მხოლოდ ერთ დარტყმას განახორციელებს, უდაოდ აღსანიშნავი ფაქტია!

ეპიმედიასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ არც კი ვიცი.. ჩემი საქმე ფეხბურთია და შემიძლია ამ კუთხით უსასრულოდ გესაუბროთ..

რისკებზეც გამიჭირდება ამომწურავი პასუხი.. მთავარია სწორად იქნას ყველაფერი შესწავლილი..

უნდა ვიყოთ ინფორმირებულები როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები, რამდენად უსაფრთხოდ ვართ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
Mgeli Cxvris Mchmelirmzრეალისტი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
rmz
სტუმარი
rmz

გუშინ სარიმ დამაჯერა, არ დაიწყო რაღაც ექსპერიმენტები. ისიც კარგია პიანიჩი რო დასვა სკამზე ეგებო მოვიდეს გონზე. დე ლიხტმა ასე თუ გააგრძელა პროგრესი წარმომიდგენია რა მონსტრი იქნება. მოკლედ საღოლ ბიჭებს.

რეალისტი
სტუმარი
რეალისტი

მე თუ მკითხავთ მსოფლიოს მერვე საოცრებაა დე შილიოს ფეხბურთელობა, რამდენი ნიჭიერი წავიდა ფეხბურთიდან რომელსაც ნაკრების კარი არ გაუღეს კიდევ რამდენი მოვა და წავა და ამ მთხლემ რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში, სადმე საცხობში უნდა აცხობდეს პიცას რა უნდა მაგას საერთოდ ფეხბურთში არაფერს ვამბობ იუვეს და ნაკრებზე.

Mgeli Cxvris Mchmeli
სტუმარი
Mgeli Cxvris Mchmeli

tipma rebi aketa :D :D :D shemovida da burts fexi acila :D kinagam goli gatanina DD mere kide :D rebi qna :D metqi gundma ase magrad itamash metqi da exla es :D gaufucheb saqme metqi :D vfiqrobdi :D da gaushveben gols metqi