ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

ეს იყო საკმაოდ რთული მატჩი, ტექნიკურად ძლიერი და ხისტი გუნდის წინააღმდეგ. 

ბერგამოელები სრულიად დამსახურებულად გავიდნენ წინ, რამაც ჩვენზე ერთი პირობად ნეგატიურად იმოქმედა და გასპერინის გუნდს ამ დროს მეორეს გატანაც შეეძლო.

საბედნიეროდ, მათ საჯარიმოში ქაოტური სიტუაციით ვისარგებლეთ და გოლის გატანა მოვახერხეთ.

სწორედ ამ წამის შემდეგ, ბოლომდე ვირწმუნეთ საკუთარი ძალების და გამარჯვებისთვის წინ გავემართეთ. 

იმისათვის, რომ თამაშზე კონტროლი დაგვებრუნებინა, პაულო დიბალას ფლანგებზე მანევრირება ვთხოვე.. მესმის, რომ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს მთელი გუნდისგან, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ვარაინტი არ ჩანდა.

დარჩენილ დროში, მეტოქე თავისუფალ სივრცეს გვიტოვებდა და რასაც აქამდე არ ვაკეთებდით, ამის შემდგომ უკვე საკმარისად გამოვიყენეთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანო რონალდუ სასურველ კონდიციებში შეხვდება, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ყველაფერი რაც არ უნდა იყოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.. ვხედავდით, როგორ დისკომფორტს და გადაღლას განიცდიდა..

ამიტომაც შევიმუშავეთ ისეთი პროგრამა, რომელიც მუხლზე დიდ ზეწოლას არ მოახდენს და რონალდუ საწვრთნელ სესიას კომფორტულ პირობებში განაგრძობს.

მის მუხლს არაფერი ემუქრება, მაგრამ მუდმივი სპაზმი, თუნდაც მცირეოდენი მაინც ზემოქმედებს სიტუაციაზე. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ რომ შემეძლო მისთვის დასვენების უფლება მიმეცა.. ზოგჯერ, ეს ძალების აღდგენის თვალსაზრისით ფუნდამენტურია.

ფედერიკო ბერნარდესკის შემთხვევას დეტალურად დავაკვირდებით.. იყო შეგრძნება თითქოს სუნთქვაზე პრობლემები ექმნებოდა და ეს უფრო და უფრო რთულდებოდა.. იმედი ვიქონიოთ ადგილი მცირეოდენ სპაზმს ქონდა და არაფერი სერიოზული არ ჭირს.

კიდევ ერთი თავისტკივილი დუგლას კოშტას ეხება, რომელიც მოედანზე შესვლისთანავე დისკომფორტს განიცდიდა ბარძაყის არეში..”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<