ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის დროით 23:45-ზე იუვენტუსი იტალიის თასის 1/4 ფინალში შინ რომას უმასპინძლებს:

“სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით არ ჩამოვყალიბებულვარ. ამას მატჩის წინ დაგეგმილ ვარჯიშზე გადავწყვეტ. 

კრიშტიანო რონალდუს მდგომარეობას შევაფასებთ და თუ იგი თავს კარგად იგრძნობს, მაშინ პორტუგალიელს შეეძლება მინდორზე გამოსვლა. ის იმ მოთამაშეებს შორის შედის, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ყოველ მესამე დღეს მაღალ დონეზე ჩაატარონ 90 წუთი.

რომა ბრწყინვალე გუნდია.. მათ სტატისტიკას თუ შეხედავთ, თავადვე დარწმუნდებით, რომ სტუმრად უფრო პროდუქტიულად გამოიყურებიან, ვიდრე შინაურ კედლებში.

ედინ ჯეკოს არ ყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ ნიკოლა კალინიჩი არანაკლები მახასიათებლებით არის დაჯილდოებული.

სასიამოვნოა რომ დუგლას კოშტა თავს კარგად გრძნობს.. იქნება თუ არა სასტარტოში არ ვიცი, რადგან პირველ რიგში გუნდის ბალანსზე უნდა ვიფიქროთ.

სატრანსფერო სიახლეები? ბერნარდესკი და ჯანი? ვერაფერს გეტყვით, რადგან მე მათ გუნდის წევრებად მივიჩნევ, წინ კი დიდი გეგმები გვაქვს.

ხუან კუადრადოს მაღალი ტემპერატურა ქონდა  და ჩვენ იგი სპორტ დარბაზში გავაჩერეთ. ალექს სანდრო თავს უკეთ გრძნობს და არ გამოვრიცხავ მის მოედანზე გამოყვანას.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<