ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც სასუოლოსთან მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო.

შეხვედრა 15 ივლისს თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება:

“პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ შევეხო ატალანტას, რომელიც დღეისათვის ფანტასტიკურ ფეხბურთს გვაჩვენებს.

ბერგამოელებს მშვენიერი ფეხბურთელები ყავთ, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე საჭირო გამოცდილებას აგროვებენ.. მათ დაგვიმტკიცეს, რომ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ და შეტევაში პრობლემებს თითოეულ გუნდს შეუქმნიან.

სასუოლო ჩემი პირადი მოსაზრებით ასევე სახიფათოა.. დე ძერბი თამამად შემიძლია შევიყვანო ახალგაზრდა იტალიელ მწვრთნელებში ერთ-ერთ საუკეთესოდ.. 

არ ვიცი რამდენად მგავს, მაგრამ ფაქტია განსაკუთრებული იდეების მატარებელია, რომელმაც ყველაფერი თავისით შექმნა და გამოცდილების ხარჯზე დახვეწა.. იგი იზრდება და თითოეული მატჩიდან სათანადო შედეგი გამოაქვს..

ტრავმირებულები? მერიჰ დემირალი ორი დღეა რაც დაგვიბრუნდა და ბუნებრივია რამდენიმე დღეს მივცემთ რათა კონდიციები სათანადო დონეზე აღიდგინოს..

ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით და თითოეული მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საფრთხილოა.. 

ჯორჯო კიელინის სარეაბილიტაციო კურსმა წარმატებით გაიარა.. მიმდინარე სეზონში მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა.. დღეისათვის კაპიტანი თავს კარგად გრძნობს და დაახლოებით 50-60 წუთისთვის მზად არის. 

ტაქტიკა? აუცილებელია ისეთ სტილში ასპარეზობა, რის საშუალებასაც ფეხბურთელები გაძლევენ.. მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე უნდა დაალაგო ყველა ნიუანსი..

გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და რა პრობლემებზეა საუბარი? ნახევარმცველები? ვხედავ, რომ მომავალში როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო ბევრ ბურთს გაიტანენ..

მირალემ პიანიჩს კუნთების გადაღლა ქონდა.. იყო საშიშროება, რომ მძიმე ტრავმას მიიღებდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა.. ანალოგიური სიტუაცია არის ლეონარდო ბონუჩის შემთხვევაშიც..

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა უჩვეულო ციკლს გავდივართ.. ივლისში ყოველ მესამე დღეს თამაში იოლი არ არის.. აუცილებელია სწორი ბალანსის პოვნა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. 

სოციალურ ქსელებს ყურადღებას არ ვაქცევ.. ქუჩაში სეირნობისას, მხვდებიან ფანები რომლებიც სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.”

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<