ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე იუვენტუსი ლიონს დაუპირისპირდება.

ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 შეხვედრის საპასუხო მატჩია.. შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება ფრანგებმა 1-0 მოიპოვეს.

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ რაც ლიონი სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, უფრო სოლიდურად გამოიყურებიან.

სამწუხაროდ პირველი შეხვედრიდან გამომდინარე იმ ფეხბურთის თამაში მოგვიწევს, რომელიც ფრანგებისთვის ხელსაყრელი იქნება.. ისინი მტკივნეულ კონტრშეტევებს ახორციელებენ, ხოლო მემფის დეპაის დაბრუნება დამატებითი კოზირია.

ჩვენის მხრივ ცივსისხლიანობა უნდა გამოვიჩინოთ და შეხვედრას მშვიდ სიტუაციაში უნდა შევხვდეთ.

პაულო დიბალასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია დაგროვებული.. მისი საკითხი ახლა ექიმების ხელშია..

ვხედავდი, რომ ვარჯიშებზე გარკვეულ პროცესებში იყო ჩართული.. ყველაფერი დილით შეფასდება და შემდგომ ყველანი ერთად ვისაუბრეთ, რისი მოცემა შეეძლება.

კრიშტიანო რონალდუ ბრწყინვალე კონდიციებშია. უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე ლამაზი გოლიც გაიტანა.

ხუან კუადრადო? სასტარტოში რომ იქნება ფაქტია, მაგრამ რა პოზიცაიზე ეს ჯერ კიდევ საკითხვია.

ვფიქრობ, გონსალო იგუაინმა და მირალემ პიანიჩმა კარგად მოუმატეს.. არგენტინელმა მძიმე პერიოდი დაძლია, რამდენიმე წუთით ითამაშა და ყველაფერი დასტაბილურდა..

მირალემი ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით საკმაოდ გადამწვარი ჩანდა.. მცირე პერიოდის შემდეგ ძალები დაუბრუნდა და ახლა გაცილებით მწვავეა.

ბოლო მატჩი იუვენტუსის თავკაცის რანგში? არამგონია გუნდის დირექტორებმა ასეთი დილეტანტური გადაწყვეტილება მიიღონ.. ისინი აფასებენ მთელს სეზონს და აქედან გამომდინარე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯს.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა.. მაგრამ არანაკელბ მნიშვნელოვანი იყო სკუდეტოს მოგება.. 

პორტუგალიაში რვათა ფინალში მონაწილეობა დიდი პატივია.. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

აბა ვნახოთ რისი ტ…ა,,კი გაქ

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<