ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ბოლონიასთან მოახლოებულ მატჩზე

იტალიის სერია ა დღეს ორი მატჩით დაგვიბრუნდება, ხოლო ხვალ იუვენტუსი ბოლონიას დაუპირისპირდება.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჟურნალისტებს მაურისიო სარი ესაუბრა:

“ტიტულის დათმობა ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ახლა განცდებში ყოფნის დრო არ არის. 

ბიჭებს უკვე ვესაუბრე და დროა, მომავალზე ვიფიქროთ.. ის რაც მოხდა ისტორიაა და მის გამოსწორებას ვერაფრით შევძლებთ.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩქაროსნული სპრინტები, თამაშის დროს სწრაფი გადაადგილებები და სიმწვავე ახლა რთული ამოცანაა..

ჩვენ ერთი ამხანაგური შეხვედრაც კი არ გაგვიმართავს.. ასე რომ კარგი იქნება თუ კრიტიკამდე ამ ყველაფერზე კარგად დაფიქრდებით.

გოლების გარეშე ყოფნა ძალიან უცნაურია, მითუმეტეს ბურთი უმეტესწილად ჩვენ გვქონდა.. შემადგენლობის ხარისხიდან გამომდინარე, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს მშრალი სერია კიდევ გაგრძელდება.

კრიშტიანო რონალდუსთან ხშირად ვსაუბრობ.. იტალიის თასის ნახევარფინალის და ფინალის წინაც ვესაუბრე..

ძალიან ბუნებრივია, რომ პორტუგალიელს ასპარეზობა ოდნავ ფლანგზე გადაწეულს სურს.. სწორედ ამ პოზიციიდან ახორციელებს ცენტრში შეწევას და მიზნის მიღწევას..

გუშინ, ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა.. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისევ ისეთ ფანტასტიკურ კრიშტიანოს იხილავთ.. დღეისათვის უბრალოდ იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.

ტრავმები? ფლანგზე ფედერიკო ბერნარდესკის ან ხუან კუადრადოს გამოყენება შეგვიძლია.. იგუაინი ისევ ლაზარეთშია და ამ მხრივ პრობლემებს მართლაც განვიცდით.

ნებისმიერ შემთხვევაში ესა თუ ის გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მოთამაშეების ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე.

ბოლონია სახიფათო გუნდია.. სინიშა მიხაელოვიჩმა კარგი სამუშო ჩაატარა.. მეტოქე მშვენივრად იცავს თავს და ძალზედ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებს.. ყურადღებით ყოფნა გვმართებს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x