ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ლაციოსთან მატჩზე საუბრობს

მაურისიო სარი

მაურისიო სარი მატჩისშემდეგ კმაყოფილი ჩანდა.. გუნდმა რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, როგორც იქნა გამარჯვებას მიაღწია..

“4 ქულა გვაშორებს მიზანთან და აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრირების მოხდენა.

ეცადო მიაღწიო გამარჯვებას, არის ისეთივე რამ როდესაც გოლის გასატანად მაქსიმუმს იღებ.. შეიძლება კარგად ითამაშო, მაგრამ თუ ეს გოლად არ გარდასახე, არაფერი არ გამოვა..

მერწმუნეთ ყოველ მესამე დღეს თამაში არის ურთულესი ამოცანა და ვცდილობთ ძალები სწორად გადავანაწილოთ.

კრიშტიანო რონალდუ ფენომენალურ ფორმაშია.. სისხლს რომ იგრძნობს განსაკუთრებით მომაკვდინებელი ხდება.. აქედან გამომდინარე, მისთვის რაიმე დამატებითი მოტივაციის შექმნა ახლა საჭიროებას არ წარმოადგენს.

პაულო დიბალას ზურგის არეში ქონდა დისკომფორტი.. ამის გამო დავსვი სკამზე, მაგრამ მატჩის წინ მოთელვებზე პრობლემები გონსალო იგუაინს შეექმნა, რის გამოც ძირითადში ლა ჯოიას გამწესება მომიწია.

გასაგებია, რომ ბევრი ბურთი გვაქვს გაშვებული, მაგრამ საკმაო რაოდენობა 11-იანებზე მოდის.. რაც არ უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი მიდგომა დამღუპველი გახდება.. ამიტომაც შეცდომებისგან სწრაფად უნდა ვისწავლოთ.

უცნაური გათამაშება გველის.. შევხვდებით მათ ვისაც დიდი ხანია არ უთამაშია, ან პირიქით ჩვენსავით ყოველ მესამე დღეს მინდორზე ოფლს ღვრიდა.. რაც არ უნდა იყოს ეს შესვენება იოლი არ ყოფილა.. ვისხედით სახლებში და გვესმოდა სირენების ხმა..

ჩემპიონთა ლიგა? ჯერ საპასუხო შეხვედრა და უკვე ამის შემდგომ შეგვიძლია 1/4 ფინალზე ფიქრი. თუმცა, მოდით თავდაპირველად სერია ა ჩავამთავროთ..

საბანკო სფეროში მუშაობა? იმიტომ დავტოვე, რომ მომწყინდა.. ჩემი სული ფეხბურთისკენ მიიწევდა და მსურდა ამ სამყაროში ვყოფილიყავი.. თან არამარტო ვყოფილიყავი, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გავმხდარიყავი!

კარიერაში დგება წამი, როდესაც სწორ დროს და სწორ ადგილას ხვდები.. ჩემი მთავარი მიზანი იყო მეკეთებინა ის რაც სიამოვნებას მომანიჭებდა.”

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<