ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მილანთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც მილანთან მოახლოებულ სათასო დაპირისპირებას დაეთმო:

“ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რა მასშტაბური პრობლემა მძვინვარებს მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე სიფრთხილე თითოეულს გვმართებს.

ვერც იმას გეტყვით 9 მარტს ინტერს დავუპირისპირდებით თუ სხვა გუნდს.. მაგრამ ფაქტია ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს.

კრიშტიანო რონალდუს შემცვლელი არ არსებობს, რადგან ჩვენ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ. ბუნებრივია ასეთ დროს სქემა და ჩანაფიქრი ერთბაშად იცვლება. 

ითამაშებს თუ არა პორტუგალიელი ხვალ გადაწყდება.. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მოვლენებზე და აქედან გამომდინარე მოცდა გვმართებს.

ტრავმირებულებთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია.. რადგან ისინი უბრალოდ არ გვყავს თუ მერიჰ დემირალს არ ჩავთვლით..

ჯორჯო კიელინის ბარძაყის კუნთზე აქვს დისკომფორტი და დღეს განცალკევებით ვარჯიშობდა.. ჯანლუიჯი ბუფონს ზურგი მსუბუქად აწუხებდა, მაგრამ მან სრული დატვირთვით იმუშავა.

სამი ხედირას მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შესაძლოა სათადარიგოთა სკამიდან დაგვეხმაროს. დუგლას კოშტაც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ 90 წუთისთვის მზად არ არის.

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ინტენსიურად ვმუშაობთ ბურთის სწრაფად გაადადგილებისთვის. პროგრეს ნამდვილად ვამჩნევ და ახლა იმედი მაქვს, ბიჭები ამ ყველაფრის რეალიზებასაც შეძლებენ.

არ მაქვს შიში მოახლოებული დაპირისპირების წინ, რადგან მათი შესაძლებლობების სრულად მწამს. ბოლო შეხვედრის მეორე ტაიმში კარგი აგრესია გამოვავლინეთ, მაგრამ ახლა უფრო მეტს ველი”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
აღგზნებული მატუიდი
5 months ago

მერდა უნდა გაიხეს 8 მარტს. შიგ ჩინურ სულში უნდა მოხვდეთ მატუიდის აბრიგინებული

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

სურათსის შეცვლა მინდა ძაან პატარა ზომას მიგდებს ძმებო და რატო ? :( ხან რა ზომა ვცადე ხან რა და მაინც პატარა ზომას აყენებს

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

მატჩის გადადება თითქმის გადაწყვეტილია და ამან პრესკონფერეცია გამართა ? ვერაფერი გავიგე.

ინტერ მერდა
ინტერ მერდა
5 months ago

დაასვენონ რონალდო არაფერი უჭირს მილანს ისედაც მოვუგებთ

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<