ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მილანთან მატჩზე საუბრობს

მაურისიო სარი

მილანთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს მაურისიო სარი გაესაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააცნო:

“60 წუთის მანძილზე სრულად ვაკონტროლებდით სიტუაციას და მეტოქისთვის ფაქტიურად შანსი არ მიგვიცია..

მაგრამ შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც სეზონის ამ მონაკვეთზე არაერთხელ მინახავს სხვაგანაც.. 

ჩვენ აბსოლუტურად გვქონდა კონცენტრირება დაკარგული.. გუნდი სადღაც გაქრა და მეტოქემ ამით იდეალურად ისარგებლა.

კარგი იქნება მარცხის მიუხედავად პოზიტივზე ვიფიქროთ.. საათზე მეტი ვაკონტროლებდით შეხვედრაში სიტუაციას.. ასეთ დროს კონკრეტული მიზეზის მოძებნა ურთულესი რამ არის.

მცველებს რაც შეეხება, ანალიზიც რომ წავიკითხოთ ნათელი გახდება რომ 62 წუთი მათაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს.. ასე ერთ ზონას გადავაბრალოთ ყველაფერი დიდი შეცდომა იქნება.. ბრალი ყველას მიუძღვის.

შეცვლები? 11-ივე რომ შეგვეცვალა, ეს თქვენი აზრით ამ დროს რაიმეს შეცვლიდა? მეეჭვება.

გონსალო იგუაინი აკეთებდა იმას რაც ვთხოვე.. დაიწყო კარგად და მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, სრულებით ბუნებრივია, რომ ეტაპობრივად დააგდებდა ტემპს.

არ მიმაჩნია ის მოსაზრება სწორი, რომ თითქოს ჩვენზე ლაციოს მარცხმა იმოქმედა.. შეხვედრის უდიდეს ნაწილს ვაკონტროლებდით და ვიგებდით.. ასე რომ პრობლემა სხვა რამეშია.

ადრიენ რაბიოს ადაპტაცია წარმატებით ვითარდება.. უკეთ გრძნობს გუნდს და სწორად რეაგირებს მდგომარეობებზე. ტრავმის გამო შემცირდა პროგრესი, მაგრამ ახლა უკვე თავს იდეალურად გრძნობს.

მიმდინარე სეზონში რამოდენიმე ცუდი შეხვედრა გავმართეთ, რომლებშიც დავმარცხდით.. ეს იყო სრულებით დამსახურებული, მაგრამ მილანთან მატჩი ამ სიაში არ უნდა შევიყვანოთ.

კარგად ვთამაშობდით.. თუმცა, ყოველ მესამე დღეს ასეთ პირობებში ვარჯიში და შემდეგ თამაში, გამორიცხულია შესაბამისი შედეგის გარეშე არ დარჩეს..”

1 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<