ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

მაურისიო სარი

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ტურინული გრანდი ვერონას დაუპირისპირდება.. 

ბუნებრივია სერია ა-ს მოახლოებული ტურის წინ ჟურნალისტებს გუნდის თავკაცი მაურისიო სარი შეხვდა, რომელიც მიმდინარე პროცესებს შეეხო:

“ვფიქრობ, უმჯობესია სასიხარულო ინფორმაციით დავიწყოთ, რომელიც ყველანი მოუთმენლად ელოდით..

ჯორჯო კიელინის დაბრუნება უახლოეს პერიოდში მოხდება.. კაპიტანი გუნდთთან ერთად ინტენსიურ საწვრთნელ პროცესში წარმატებით ჩაერთო.. 

ბუნებრივია ჯორჯო იუვესთვის მნიშვნელოვანი წევრია და მისი დაბრუნება ყველაზე დადებითად იმოქმედებს.

ტაქტიკური სქემის ვარირებაზე ბევრი იწერება… 4-3-3 მოდულით თამაში დუგლას კოშტასთან ერთად გაცილებით იოლია.. თუმცა, ამა თუ იმ წყობას, კონკრეტული შეხვედრისგან გამომდინარე ვირჩევ..

ნახევარმცველები, რომ ბევრ ბურთებს არ იტანენ, ამაში საგანგაშო რა შეიძლება იყოს? შეხედეთ ფორვარდების ციფრებს.. იტანს ის მოთამაშე, რომლისთვისაც ეს უშუალო მოვალეობაა, ამიტომ აქ საპანიკო არაფერია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ისეთი დიდი რესურსი გვაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში შეგვიძლია მნიშვნელოვანი ზრდა განვახორციელოთ.

ვერონა კარგ სეზონს ატარებს და თან რამდენიმე ტურია მარცხი არ უწვნიათ.. გუნდს კარგი სპეციალისტი ხელმძღვანელობს და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრას სრული კონცენტრირებით ვხვდებით.

არ შემიძლია ადრიენ რაბიოს პროგრესი არ აღვნიშნო.. იგი ტურიდან ტურამდე უმატებს.. 

დანილო? დღეისათვის განცალკევებით ვარჯიშობს.. იმედი მაქვს, რომ უკვე მომავალი ტურისთვის დაგვიბრუნდება.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<