ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი რომასთან მატჩის დეტალებზე

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“პირველი 60 წუთის მანძილზე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ რომასთან ოლიმპიკოზე პრობლემები რომ გვექნებოდა ამას წინასწარმეტყველება არ ჭირდება.

უბრალოდ არ მომწონს ის ფაქტი, რომ ანგარიშის შენარჩუნების გამო დაცვაში ჩაჯდომას ვიწყებთ.. უმჯობესია წინ წახვიდე და ანგარიში გაზარდო.. გვქონდა რამდენიმე შანსი მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, პოზიტიური იყო ის ფაქტი, რომ დროის უმეტეს ნაწილში სიტუაციაზე კონტროლი ჩვენს ხელთ იყო..

ნეგატიურად ხაზი უნდა გავუსვა, რომ გადაცემებს ვასრულებდით საკუთარ ნახევარზე ისე, რომ წინ ვერ მივდიოდით.. ეს კი ძალიან ცუდია.

გრძელი გადაცემებით ფონს გასვლა კარგი იდეა არ არის.. იმიტომ არა რომ ფორვარდებს მეორე სართულზე ორთაბრძოლა არ შეუძლიათ.. უბრალოდ ასეთ სტილში შენ შეიძლება სეზონში 6-7 გოლი გაიტანო, მაგრამ 10-ზე მეტი გაუშვა.

მატჩის მიწურულს საკუთარ კარს მივეჯაჭვეთ, რამაც თავისთავად დაძაბულობა შექმნა. უპირატესობას 30 მეტრიან ზონაში დგომას ვანიჭებ, რის გამოც გადავწყვიტე ცვლილებების გაკეთება.

პაულო დიბალა გაბრაზებული ჩანდა მოედნიდან გასვლის გამო? საერთოდ არ ვდარდობ ამ საკითხზე.. 

თავად შეხვედრის სცენარმა მაიძულა ცვლილებისკენ.. მაგრამ ყველაფერი ნორმალურად არის.. ჯერ საკუთარი კარიერის მანძილზე მოთამაშე არ მინახავს, რომელიც მოედანს ბედნიერი სახით დატოვებდა.

აარონ რემზი და ადრიენ რაბიო მატჩიდან მატჩამდე უმატებენ, მაგრამ ჯერ კიდევ არის ასპექტები სადაც მომატება მართებთ. 

უელსელი არსენალის რიგებში ყოფნისას მნიშვნელოვან გოლებს იტანდა და აქედან გამომდინარე, დასარტყმელ ზონაში შესვლა მას სისხლში აქვს.

მერიჰ დემირალთან დაკავშირებით სიტუაცია ერთი შეხედვით არასასიამოვნოდ გამოიყურება. ფეხბურთელს ჯვარედინი მყესი აქვს დაჭიმული.. ყველაფერს სამედიცინო ტესტების შემდეგ შევიტყობთ.

ნიკოლო ძანიოლომ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა? ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<