ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ახლა უკვე გუნდურად ვთამაშობთ”

მაქს ალეგრის გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია და სანაკრებო პაუზას მოთამაშეები კარგი განწყობით ხვდებიან. ტურინულ დერბიში წარმატება იოლი არასდროს არის, მაგრამ ბიანკონერიმ უდრეკი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა და ხარები სტადიო ოლიმპიკოზე დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ტრადიციულად შავ-თეთრთა თავკაცი გაესაუბრა, რომელმაც მასმედიის წარმომადგენლებს საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა:

“რას გავაუმჯობესებდი? ბურთის კონტროლს.. ხშირად ვკარგავთ, არადა დღევანდელ შეხვედრაში ვერტიკალური ფეხბურთის ჩვენების დროს, თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო დირექტორი.. თუმცა, მცდარი მოქმედებების გამო პირველ 45 წუთში შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა.

მეორე ნახევარში ბიჭებმა მეტად შეუტიეს, ხოლო ხარებმა უკან დაიხიეს.. ვფიქრობ შედეგი რომელიც დაფიქსირდა იყო ლოგიკური, რადგან განსაკუთრებით მეორე ტაიმში იუვემ სამი ქულა უდაოდ დაიმსახურა.

ფედერიკო კიეზამ მატჩის მიმდინარეობისას პოზიცია არაერთხელ შეიცვალა. შესვენების შემდეგ ცენტრ ფორვარდის როლში მოგვევლინა და ნაყოფიერად იასპარეზა. ძალიან მომეწონა კაიო ჟორჟის ჩართვაც, მიუხედავად იმისა რომ ბურთს სულ ორჯერ შეეხო, თავადაც დაინახავდით როგორი ჭკვიანი ბიჭია. შექებას იმსახურებს დეიან კულუსევსკიც!

ფაქტია ბიჭებმა სწორი განწყობა იპოვეს.. თავს ახლა უკვე ძალიან კარგად ვიცავთ, როდესაც ამის საჭიროება დადგება.. შესაბამისად, გულდასაწყვეტი იქნებოდა თუ დღეს სამი ქულის გარეშე დავრჩებოდით, რადგან თითოეულმა დიდი ენერგია და ძალისხმევა გაიღო ამ წარმატებისთვის.

მოიზე კინი? უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, მიუხედავად იმისა რომ 2-3 ჯერ დაკარგა ბურთი ისეთ დროს, როდესაც გუნდი დაცვიდან ამოდიოდა.. ძალიან სახიფათოა საჯარიმოში და როდესაც ბურთიანად ტრიალდება.. ახლა მოიზე ტექნიკური არსენალის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რომელიც მალე მოგვიტანს შედეგს.

ჯერ სულ რაღაც 22 წლის არის და პროგრესი აშკარაა.. კინი დღეისათვის ბევრად დამშვიდებულია, უბრალოდ თამაშის წაკითხვა უკეთ უნდა შეეძლოს. მთავარია რომ მოტივაცია დიდი აქვს და მზად არის საკუთარ თავზე ბევრი იმუშაოს. ჩვენ მისი დიდი იმედი გვაქვს, რადგან პოტენციალს ნათლად ვხედავთ.

ანალოგიური შემიძლია გითხრათ კულუსევსკის შემთხვევაშიც. ბრწყინვალე ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც ინდივიდუალურად მართებთ გაუმჯობესება, რაც ჯამში გუნდის საერთო ხარისხს აამაღლებს.

გუნდთან მიმართებაში პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ლეონარდო ბონუჩიმ დიდი პროგრესი განიცადა. ადრე თავის თავზე უფრო მეტს ფიქრობდა. ბუნებრივია ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეორე კუთხით ცუდია, რადგან ბერდება (იცინის).”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x