ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”დიბალას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ”

იუვენტუსი ბოლონიას დაუპირისპირდება სერია ა-ს მორიგ ტურში. ტურინელებმა ვენეციასთან მატჩში მათ და სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ახლა სამი ქულის მოპოვებას ეცდებიან.

გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

ფედერიკო კიეზა და დანილო კარგად ვარჯიშობენ, ხოლო პაულო დიბალას ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მას პრობლემები არა აქვს, მაგრამ ვარჯიშითაც არ უვარჯიშია და შესაბამისად კალიარისთან შეხვედრის წინ მის კონდიციებს ხელმეორად გადავამოწმებთ.

დეიან კულუსევსკი 90 წუთისთვის მზად არ არის.. მთავარია სკამზე გვეყოლება და ეს უკვე კარგი შეტყობინებაა.

მანუელ ლოკატელის რამდენიმე საწვრთნელი სესია გაუცდა.. მისი სიტუაციაც მონიტორინგის ქვეშ არის. კაიო ჟორჟი, ალვარო მორატა თუ მოიზე კინი? პირველს ვენეციასთან კარგი შეხვედრა ქონდა.. ნებისმიერ სიტუაციაში გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

ალექს სანდრო ამ პერიოდს ნორმალურად გადის და უკან დახევას არ აპირებს.. თუმცა, ბრაზილიელმა რამდენიმე ვარჯიში განცალკევებით ჩაატარა და არის თუ არა მზად ჯერ ჩემთვის არ არის ცნობილი. კიელინი? დიდი ალბათობით ტურინში დარჩება.

სირთულეებს ველოდი, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.. მესმის რომ შედეგი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ბევრი ფაქტორია რომლის დავიწყება არ შეიძლება. მთავარია ფეხბურთელების მოქმედებები იმ შედეგამდე მიდის რასაც ველოდები.

სატრანსფერო ფანჯარაზე მე ვერაფერს გეტყვით, ამაზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს და ამომწურავადაც ისინი ისაუბრებენ.

რემზი? ჯერ კიდევ ტრავმა აქვს და შესაბამისად შემადგენლობის მიღმა რჩება.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

ნუ მესამე ზამენას გამოიყვანს ალბათ რა :D

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x