ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”კიეზა და დე ლიხტი სასტარტოში იქნებიან”

ხვალ ტურინელები სტუმრად სპეციას დაუპირისპირდებიან და ამ მატჩთან დაკავშირებით კონტინასაზე პრესკონფერენცია მაქს ალეგრიმ გამართა:

“ხვალინდელ შეხვედრაში მცირეოდენი ცვლილებები განხორციელდება, რადგან რიგ ფეხბურთელებს უკანასკნელ ხანებში ბევრი მატჩი დაუგროვდათ.


სპეცია არის გუნდი, რომელიც მოედანზე ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე მოქმედებს.. შესაბამისად არის თამამიც და წინ წასვლას არავის წინააღმდეგ არ ერიდება. ეს მორიგი რთული იტალიური დაპირისპირება გახდება, რადგან მათ რიგებში ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ირიცხებიან.

ორ ცვლილებას აქვე გეტყვით – მატეის დე ლიხტი და ფედერიკო კიეზა შეხვედრას პირველივე წუთიდან დაიწყებენ.

ტრავმირებულები? ალვარო მორატა თავს კარგად გრძნობს, ხოლო ჯორჯო კიელინი გუშინდელიდან მოყოლებული შეუძლოდ არის და ამ მატჩს გამოტოვებს.

კაიო ჟორჟის და არტურ მელოს მდგომარეობაც უმჯობესდება. ორივე ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ შემოგვიერთდება.

რეაქცია? მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც შესაბამისად რეაგირებს ამა თუ იმ სიტუაციაზე. უბრალოდ დაუშვებელია მოედანზე შესვლის დროს მსგავსი თამაში აჩვენო მაშინ, როდესაც გუნდს შენი დახმარება ესაჭიროება. ნებისმიერ მომენტში, ყოველი მათგანი მზად ყოფნაში უნდა იმყოფებოდეს!

მეორე ტაიმი მილანთან? უამრავი ტექნიკური შეცდომა.. დაახლოებით 10-8 ისეთი გადაცემა გავუშვით საჯარიმოში, რომელიც ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებდა.. იუვენტუსი ასე არ უნდა მოქმედებდეს..

ბენტანკური და რაბიო? ურუგვაელმა კარგი შეხვედრა გამართა, როგორც ფრანგმა.. უბრალოდ ადრიენს მეტოქის კართან  თავდაჯერებულობა აკლია, არადა ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა უამრავი გოლი გაიტანოს.

დაცვაში სამი ფეხბურთელით ასპარეზობა? ჩემს ხელში იუვეს თავი სამი მოთამაშით არ დაუცვია.. უბრალოდ წარმოუდგენელია 68 მეტრიან ზონაში ამ რაოდენობის ფეხბურთელებით საიმედოდ გადაკეტო სივრცეები.. საკმარისია, ასე თამაში დავიწყოთ და გოლებს უფრო მეტად გავუშვებთ. 

ყოველთვის ვიცავდით თავს 4 მცველით და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება..

სიტუაცია შესნისთან და რაბიოსთან დაკავშირებით? მოთამაშეებს შორის ყოველთვის არის მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა.. საწვრთნელი სესიის დროსაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელებმა ერთმანეთზე მუშტებით გაიწიეს.. სამუშაო პროცესის დროს ვნებათაღელვა გასაგებია, მაგრამ ამას დროებითი ეფექტი აქვს და ყველაფერი მალევე წყდება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x