ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაქს ალეგრი

იუვენტუსი ნაპოლისთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც ხვალ ჩვენი დროით 20:00 -ზე გაიმართება.

ტურინელები ლუჩანო სპალეტის შეგირდებს სხვადასხვა მიზეზის გამო საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით შეხვდებიან:

“კალენდრიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხრეთ ამერიკელები შინ დარჩებიან. თუმცა, დე ვინტერი, სულე და მირეტი საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამ შეხვედრაში დაგვეხმარებიან.

დრო საკმაოდ ცოტა რჩებოდა.. სამხრეთ ამერიკიდან გარკვეული მოთამაშეები შაბათს დილით თუ დაბრუნდებოდნენ და ასეთ მოკლე დროში მათ იმედზე ყოფნა ზედმეტი ოპტიმიზმი იქნებოდა. ერთადერთი ხუან კუადრადოს შემთხვევაში შეიძლება მეტი დრო ქონოდა მოსამზადებლად, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ დამაკმაყოფილებელი იყო და მოგვიანებით შემოგვიერთდება.

მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ეს არ ნიშნავს რომ ნაპოლისთან მატჩს ცუდი განწყობით ვხვდებით.. ეს არის დაპირისპირება რომელიც მოტივაციას თავისთავად ქმნის.. რთულ მდგომარეობაში უფრო მეტი რამ იკვეთება.. ეს არის მომენტი, როცა რაღაც სიახლეს პოულობ.. შესაძლოა ახლა ეს ჩვენ უფრო მეტად გვჭირდებოდეს კიდევაც.

ფედერიკო კიეზას კუნთებთან დაკავშირებით ქონდა პრობლემა და მისი ჯანმრთლეობით არ გავრისკეთ.. ლუკა პელეგრინი და მატია დე შილიო თავს კარგად გრძნობენ.. რომელი მათგანი იქნება სასტარტოში მოგვიანებით გადაწყდება.

ტაქტიკური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა რომ ჩემს განკარგულებაში 12-13 ფეხბურთელი და დანარჩენები ახალგაზრდები იქნებიან, არ უნდა ველოდოთ რაიმე სახის ექსპერიმენტს. იქნება იდეალური სამუშაო ტაქტიკური მოდული რომელიც მიზნის მიღწევას ეცდება.

სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება და წინასწარ რაიმეს პროგნოზი რთულია. აუცილებელია სწრაფი ადაპტაცია და საუკეთესო გამოსავლის უმოკლეს დროში პოვნა. არავინ არის დაზღვეული სირთულეებისგან, მაგრამ იუვენტუსის მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება უნდა იყოს. 

მიზანი? როგორც უკვე გითხარით მაღალი.. მარტისთვის ყველა ტურნირზე უნდა ვიბრძოდეთ და ამის შემდეგ ერთად შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღევანდელი სატურნირო ცხრილი? მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ.. ახლა საჩქარო არაფერია, რადგან წინ ბევრი მატჩია დარჩენილი.

ნაპოლი? როგორც უკვე გითხარით მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამშაბათს არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება.. ეს არის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური და აუცილებელია სათანადო დონეზე დავხვდეთ.

ვოიცეხ შესნი? კარგი მეკარეა რომელიც უდინეზესთან შეხვედრის გარდა თავი არ შეურცხვენია. იგი რჩება სასტარტოს წევრად, მიუხედავად იმისა რომ მატია პერინი ძალიან კარგი მოთამაშეა.

მოიზე კინმა პსჟ-ში კარგი სეზონი გამართა და მისი დაბრუნება ჩვენს გეგმებში ისედაც შედიოდა, მიუხედავად იმისა კრიშტიანო რონალდუ დატოვებდა ტურინს თუ არა. 

დეიან კულუსევსკი ძალიან ახალგაზრდაა და ბუნებრივია 30 წლის გამოცდილივით ვერ გაირჯება. საჭიროა მოთმინება და შრომა, რაც შვედს ნამდვილად აქვს.. 

კრიშტიანო რონალდუს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ეს მისი ბოლო წელიწადი იქნებოდა, უბრალოდ ვადაზე ადრე გადაწყვიტა წასვლა და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

ლუკა პელეგრინისთვის იუვენტუსში ყოფნა ჩინებული შესაძლებლობაა.. ახლა ყველაფერი მის ხელშია და ვნახოთ როგორ გამოიყენებს საკუთარ შანს. პოტენციალი ლუკას უდაოდ დიდი აქვს.

არტურ მელო თვის ბოლოს დაგვიბრუნდება, კაიო ჟორჟის სარეაბილიტაციო პერიოდი ოდნავ გაიწელა, ხოლო აარონ რემზის მიმდინარე კვირას ველოდებით. 

ნაპოლი? სკუდეტოს ერთ-ერთი პრეტენდენტია. ჩვენის მხრივ არ ღირს ნერვიულობა და აჩქარება.. ყველაფერს ცივსისხლიანად და მშვიდად უნდა მივუდგეთ.. წინ როგორც უკვე ვთქვი უამრავი მატჩია და საჭიროა ბალანსის პოვნა, რომელიც შედეგს თავისთავად მოიტანს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
14 days ago

მაკკენიც არ იქნება მგონი ამერიკის ნაკრებში ითამაშა… მოკლედ სასტავში პელეგრინი,ლოკატელი,კინი აუცილებლად!!! ბერნარდესკისაც ბევრი შანსი ექნება და ევროპის ჩემპიონატის მერე მაინც უნდა დაამტკიცოს თუ რამე შეუძლია, თუ არადა მომავალ წელს გასაშვებია

დიბალა
დიბალა
14 days ago

ესეიგი : დანილო,სანდრო,ბენტანკური,არტური,დიბალა,კუადრადო,კიეზა,რემზი,ჟორჟი… ეს არის დანაკლისი თან ნაპოლისთან თან ესეთ დროს )))))))))) მგონი კიდე ვიღაცეები გვაკლია არ მახსოვს))) იმედია რემზი ბენტას არ ყოფნის დროს მაინც დააყენებს ლოკატელის სასტავში!!!!!! და ფლანგზე იმედი მაქვს დეშეილიოს არ დავინახავ და პელეს აუცილებლად მიცემს შანსს!!!!!!!!!!!!!!!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
14 days ago

ეეე დაგვერხა და ეგაა იმედია ვცდები

111
111
14 days ago

გამოურთეთ კომენტარის ფუნქცია თუ მაინც ვეღარ უნდა დავწეროთ. აღარ დავკარგავთ დროს აზრის ჩამოყალიბება-აკრებაზე

111
111
14 days ago
Reply to  111

ეს დაიწერა, წინა პოსტზე რაც დავწერე უკვალოდ გაქრა :)

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x