ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”5 დღეში ერთი თვის საქმე გაფუჭდა”

იუვენტუსი ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ზენიტს დაუპირისპირდება. მაქს ალეგრის ახლა ბევრი საქმე აქვს და ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ ცხელა, მაგრამ პროტოკოლი პროტოკოლია და ვერაფერს გახდებოდა..

“საწყენია ის ფაქტი, რომ რაზეც ერთი თვე ვიმუშავეთ სულ რაღაც 5 დღეში წყალში გადავყარეთ! ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები, მოპოვებული ქულები და ეს ყველაფერი მშრალი სერიის ფონზე.. ახლა კი? 

მუშაობა, მუშაობა და მუშაობა.. ეს ის არის რაც ახლა გვჭირდება! ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე.. 

შემადგენლობა? მატეის დე ლიხტი და ფედერიკო კიეზა მწყობრში არიან.. აარონ რემზი, მოიზე კინი და მატია დე შილიო რუსებთან მატჩს გამოტოვებენ.

საუბარი სამ მცველზე? ტაქტიკური სქემა მხოლოდ ციფრებია, თუმცა წინასწარ რომ მცოდნოდა გოლებს გავიტანდით და საკუთარ კარში არცერთს გავუშვებდით, სამ მცველიან ტაქტიკაზე კი არა შვიდზეც დავთანხმდებოდი.. თუმცა, როგორც უკვე გითხარით პრობლემა მენტალურია და არა ფიზიკური ან ტაქტიკური. 

საწყენია რომ ვერონასთან და სასუოლოსთან გუნდმა ბრძოლის ნაცვლად ქაოტურ სტილში თამაში გადაწყვიტა, რამაც სამწუხარო რეალობამდე მიგვიყვანა.. ვერაფრით გამიგია რატომ არ უნდა სცე მეტოქეს პატივი.. დღევანდელი ვერონა და სასუოლო ამას ჩვენგან ნამდვილად არ იმსახურებდნენ.

ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ძვირად დაგვიჯდა.. ამიტომაც უნდა მოვკეტოთ და საქმეს მივხედოთ, ოღონდ მიდგომა რადიკალურად განსხვავებული და საქმეზე ორიენტირებულია საჭირო!

შეუძლიათ თუ არა მორატას, კიეზას და დიბალას ერთად თამაში? სასუოლოსთან ეს ასეც მოხდა..

არტური და ლოკატელი ერთად? დიახ, შეუძლიათ მაგრამ ყველაფერი შემადგენლობაზეა დამოკიდებული.. ანუ კონკრეტულ ეტაპზე რომელ სასტარტოზე გავაკეთებთ აქცენტს.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არ იცვლება – ვალდებულები ვართ შეხვედრა უკეთესად ვმართოთ და დაცვაში მეტი ყურადღებით, წინდახედულობით და ცივსისხლიანობით ვიმოქმედოთ.

ჩემპიონთა ლიგა? ეს ჩვენი მიზანია.. მითუმეტეს გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ამა თუ იმ შეხვედრაში. ვერ ვიტყვი რომ განწყობა სხვაგვარია, მაგრამ ზენიტთან არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს – თუ დადებით შედეგს მივაღწევთ აქცენტს სრულად სერია ა-ზე გადავიტანთ, სადაც სიტუაცია უკეთესის სურვილს ტოვებს.

ალვარო მორატა? ესპანელი ცუდი ფორვარდი არ არის.. მართალია ახლა ვერ გაიტანა, თუმცა უკვე ზენიტთან შეიძლება გამოიჩინოს თავი და ეს სერია რამდენიმე თვით გააგრძელოს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x