ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მესბა:”მაქსისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს”

მაქს ალეგრი

ჯამელ მესბა მილანის ექს მოთამაშე, რომელიც მაქს ალეგრის პერიოდში როსონერის რიგებში ასპარეზობდა, ექსკლუზიურ ინტერვიუს წერს Tuttojuve -სთან:

“იუვენტუსის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ის ვინც ამ ქაოსში საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს და გუნდს რელსებზე დააბრუნებს სწორედ მაქს ალეგრია!

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახლახანს დაბრუნდა და დრო დაჭირდება.. მისი წასვლის შემდეგ იუვენტუსი სხვა იყო.. შესაბამისად, ფეხბურთელების იმ ფილოსოფიაზე გადაყვანა დროს მოითხოვს, მაგრამ მერწმუნეთ მაქს აქვს უნიკალური უნარი, რისი დახმარებითაც პრობლემის მიზეზს მალე პოულობს და უფრო მალევე ასწორებს.

არ უნდა ავუაროთ გვერდი პრობლემას, რომელსაც სატრანსფერო კუთხით წააწყდნენ.. ამას დაემატა კრიშტიანო რონალდუს მოულოდნელი წასვლა. ეს დეტალებია რომელიც საერთო ჯამში ცუდ ატმოსფეროს ქმნის ფეხბურთელებში და სწორედ აქ ერთვება საქმეში მწვრთნელი. ალეგრის ამ მხრივ ბადალი არ ყავს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალეგრისთვის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს და ამაში მან არაერთხელ დაგავრწმუნა. იუვენტუსი საიმედო ხელშია, მთავარია მოთამაშეებმა მის სისტემას რაც შეიძლება აუღონ ალღო, ამისთვის ყველაფრის გაღებაა საჭირო. 

პაულო დიბალა? დეტალებს ვერ ჩავურღმავდები, მაგრამ არგენტინელს ჯერ კიდევ არა აქვს ის ნაბიჯი გადადგმული, რომელიც მას ტოპებში გაიყვანდა.. ვნახოთ ამ სეზონში თუ მოახერხებს.

აი ვინც ჩემზე დიდი შთაბდჭდილება მოახდინა ეს ხუან კუადრადოა.. კოლუმბიელთან ერთად ლეჩეში ვთამაშობდი და მაშინ მარჯვენა ფორვარდის როლში ასპარეზობდა.. ალეგრისთან კი მცველადაც დაიწყო მოქმედება.. ფაქტია, ორივე შემთხვევაში საქმეს თავს კარგად ართმევს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x