ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოგონებები გარდასულ დღეთა – „ჩემპიონთა ლიგა“

ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მხოლოდ ერთხელ აღმართული თასი….

1995-1996 წელი.
1995-1996 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 და უეფას ჩემპიონთა თასის 41-ე გათამაშება. 1955-56 წლის სეზონიდან 1990-91 წლის სეზონის ჩათვლით ტურნირს ერქვა „ევროპის ჩემპიონთა თასი“, 1991-92 წელს ტურნირს ეწოდა „ჩემპიონთა ლიგა ამსტელი“, ხოლო 1992-93 წლიდან ტურნირს ჰქვია დღევადელი სახელწოდება უეფას „ჩემპიონთა ლიგა“. 1997-98 წლამდე აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება შეეძლო მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონ გუნდს და წინა წლის ტურნირის გამარჯვებულს. შესაბამისად 1995-96 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იუვნეტუსი წარმოდგენილი იყო, როგორც ქვეყნის (იტალიის) ჩემპიონი (1994-95 წლის სეზონის სკუდეტოს მფლობელი). უეფას იმ დროინდელი წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ტურნირში მონაწილეობას შედარებით ძლიერი 16 საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონი გუნდი იღებდა, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ 4 ქვეჯგუფში.
წილის ყრის შემდეგ ქვეჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფში განთავსებულნი იყვნენ: საბერძნეთის „პანათინაიკოსი“, საფრანგეთის „ნანტი“, პორტუგალიის „პორტო“ და დანიის „ოლბორგი“.
B ჯგუში განთავსდნენ: რუსეთის „სპარტაკი“ (მოსკოვი), პოლონეთის „ლეგია“, ნორვეგიის „რუსენბორგი“ და ინგლისური „ბლექბერნ როვერსი“.
C ჯგუფში მოხვდნენ: იტალიის „იუვენტუსი“, გერმანიის „ბორუსია“ (დორტმუნდი), რუმინეთის „სტიაუა“ და შოტლანდიის „რეინჯერსი“ (გლაზგო).
D ჯგუფი კი ასე გადანაწილდა: ჰოლანდიის „აიაქსი“ (ლიგის მოქმედი ჩემპიონი), ესპანური „რეალი“ (მადრიდი), უნგრეთის „ფერენცვაროში“ და შვეიცარიის „გრასჰოპერსი“
C ჯგუფში იუვენტუსმა 15 გატანილი და 4 გაშვებული გოლით პირველი ადგილი დაიკავა 13 ქულით (ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც თითო გამარჯვება 3 ქულას ნიშნავდა. ადრე მოქმედი საფეხბურთო წესებით, თითო გამარჯვებისათვის გუნდს 2 ქულა, ხოლო ფრეზე 1 ქულა ენიჭებოდა).
ტურინულმა გუნდმა პირველ ტურში გასვლაზე – დორტმუნდში ანგარიშით 1:3 დაამარცხა ადგილობრივი „ბორუსია“ (გოლები: პადოვანო, დელპიერო, კონტე), მეორე ტურში იუვემ რუმინულ „სტიაუას“ სძლია ტურინში ანგარიშით 3:0 (გოლები: დილივიო, დელპიერო, რავანელი), მესამე ტურში „გლაზგო რეინჯერსის“ განადგურების დრო დადგა და ტურინში 4:1 დამარცხდნენ სტუმრები (გოლები: რავანელი, კონტე, დელპიერო, რავანელი), მეოთხე ტურში კვლავ „გლაზგო რეინჯერსი“ ემსხვერპლა იუვეს და გლაზგოში 0:4 გაიმარჯვეს ტურინელებმა (გოლები: დელპიერო, ტორიჩელი, რავანელი, მაროკი), მეხუთე ტურისათვის იუვენტუსს უკვე 12 ქულით გადაწყვეტილი ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილოსანის ვინაობის საკითხი და ტურინში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა 1:2 (გოლი: დელპიერო), ხოლო მეექვსე ტურში ტურინელებმა ფრედ 0:0 ითამაშეს სტუმრად ადგილობრივ „სტიაუასთან“.
გამომდინარე იქედან, რომ ჯგუფური ეტაპის შემდგომ უეფას დღეს მოქმედი წესებისაგან განსხვავებით 1/8 ფინალი საერთოდ არ არსებობდა, 1/4 ფინალში იუვენტუსის მეტოქე არც მეტი არც ნაკლები მადრიდის „რეალი“ აღმოჩნდა. მადრიდში „ბებერი ქალბატონი“ რაულის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა, თუმცა ტურინში დელპიეროსა და პადოვანოს გოლებით 2:0 სძლიეს მეტოქეს და 1/2 ფინლაში ფრანგულ „ნანტს“ დაუპირისპირდნენ, რომლის ბარიერის დაძლევა ტურინელებს მაინცდამაინც არ გასჭირვებიათ. პირველი მატჩი ტურინში ვიალისა და იუგოვიჩის გოლების წყალობით 2:0 დასრულდა იუვენტუსის სასარგებლოდ, ხოლო საფრანგეთში ფრანგებმა იმარჯვეს ანგარიშით 3:2 (გოლები: ვიალი, პაოლო სოუზა), რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 ტურინის იუვენტუსმა გაიმარჯვა და მარჩელო ლიპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც წინა წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ლუის ვან გაალის ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდნენ.
ფინალი 1996 წლის 22 მაისს, იტალიაში, კერძოდ რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა.
მატჩის მე-12 წუთზე ფაბრიციო რავანელიმ იუვენტუსი დააწინაურა, თუმცა 41-ე წუთზე ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდარულმა ფინელმა – იარი ლიტმანენმა ანგარიში გაათანაბრა (სწორედ ლიტმანენი გახდა ტურნირის საუკეტესო ბომბარდირი 9 გატანილი გოლით). ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დაასრულა ესპანელმა არბიტრმა მანუელ დიას ვეგამ. ჩემპიონი 11 მეტრიან დარტყმებს უნდა გამოევლინა.
ბურთთან პირველი იმ დროს „აიაქსელი“ ედგარ დავიდსი მივიდა, რომლის დარტყმაც ანჯელო პერუციმ მოიგერია, ხოლო იუვენტუსელთაგან პირველი ჩირო ფერარამ გაიტანა. მეორე თერთმეტმეტრიანი მოწინააღმდეგეთაგან იარი ლიტმანენმა გამოიყენა, თუმცა მისი შანსი არც ჯანლუკა პესოტომ გაუშვა ხელიდან. მესამე თერთმეტმეტრიანი ჰოლანდიელთაგან არნოლდ შოლტენმა შეაგდო, მაგრამ მას არც ტურინელი მიკელე პადოვანო ჩამორჩა. მეოთხე პენალტის შესრულება ლუის ვან გაალმა მისდა სამწუხაროდ სონი სილოის მიანდო, რომლის დარტყმაც ანჯელო პერუციმ უკუაგდო. ტურინელთაგან გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი სერბმა ვლადიმერ იუგოვიჩმა შეასრულა და შანსი არ დაუტოვა ჰოლანდიელ მეკარე ედვინ ვად დერ სარს. 4:2 გაიმარჯვა ტურინის იუვენტუსმა და 1985 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა ევროპის ყველაზე უფრო პრესტიჟული თასი.
1996 წლის ფინალის განაცხადი: მეკარე: ანჯელო პერუცი. მცველები: ჩირო ფერარა, პიეტრო ვერჰოვოდი, ჯანლუკა პესოტო, მორენო ტორიჩელი, ნახევარმცველები: პაოლო სოუზა, დიდიე დეშამი, ანტონიო კონტე, თავდამსხმელები: ჯანლიკა ვიალი, ალესანდრო დელპიერო, ფაბრიციო რავანელი.
სათადარიგო ფეხბურთელები: მიქელანჯელო რამპულა, სერგიო პორინი, ვლადიმერ იუგოვიჩი, ანჯელო დილივიო, მიკელე პადოვანო.
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.
1996 წლის 26 ნოემბერს ტოკიოში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურინის „იუვენტუსი“ სამხრეთ ამერიკული „ლიბერტადორესის“ თასის მფლობელ არგენტინულ „რივერ პლეიტს“ დაუპირისპირდა საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელის გამოსავლენად. მატჩი ტურინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა ალესანდრო დელპიეროს გოლის წყალობით, რომელიც ამავდროულად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ამავე სეზონში იუვენტუსმა ევროპის სუპერ თასის მფლობელის გამოსავლენად ორი მატჩის ჯამში 9:2 გაანადგურა ფრანგული „პარიზ სანტ ჟერმენი“ (1:6; 3:1). (ევროპის სუპერთასი იმართებოდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და უეფას თასის მფლობელთა თასის გამარჯვებულს შორის).

1996-1997 წელი.
1996-1997 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იყო უკანასკნელი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის მხოლოდ პირველ ადგილოსანი გუნდი (ჩემპიონი). იტალიას ამ ტურნირზე როგორც ქვეყნის ჩემპიონი, „მილანი“ წარმოადგენდა, ხოლო „იუვენტუსი“ ასპარეზობდა როგოც ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გამარჯვებული გუნდი. შესაბამისად, არცერთი სხვა ქვეყანა, გარდა იტალიისა ორი გუნდით არ იყო წარმოდგენილი 96-97 წლის ჩემპიონთა ლიგაზე. წილის ყრის შემდეგ ქვეჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფში განთავსებულნი იყვნენ: საფრანგეთის „ოსერი“, ჰოლანდიის „აიაქსი“, შვეიცარიის „გრასჰოპერსი“ და შოტლანდიური „გლაზგო რეინჯერსი“
B ჯგუში განთავსდნენ: ესპანეთის მადრიდის „ატლეტიკო“, გერმანიის დორტმუნდის „ბორუსია“, პოლონეთის „ვიდზევი“, და რუმინეთის „სტიაუა“.
C ჯგუფში მოხვდნენ: იტალიის „იუვენტუსი“, ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“, თურქეთის „ფენერბაჰჩე“ და ავსტრიის ვენის „რაპიდი“.
D ჯგუფი კი ასე გადანაწილდა: პორტუგალიის „პორტო“, ნორვეგიის „როსენბორგი“, იტალიის „მილანი“ და შვედეთის „გეტებორგი“
C ჯგუფში იუვენტუსმა 11 გატანილი და 1 გაშვებული გოლით დაუმარცხებლად პირველი ადგილი დაიკავა 16 ქულით.
ტურინულმა გუნდმა პირველ ტურში საკუთარ „დელე ალპის“ სტადიონზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ (გოლი: ბოქშიჩი), მეორე ტურში იუვემ სტუმრად იგივე ანგარიშთ 0:1 დაამარჩხა თურქული ფენერბაჰჩე (გოლი: ბოქშიჩი), მესამე ტურში ლიპის შეგირდებმა გასვლაზე ავსტრიაში ვენის „რაპიდთან“ 1:1 ითამაშეს (გოლი: ვიერი), მეოთხე ტურში იუვეს კვლავ „რაპიდთან“ მოუწია თამაში, ამჯერად „დელე ალპიზე“ და სტუმარი გუნდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა (გოლები: ბოქშიჩი, მონტერო, დელპიერო, ბოქშიჩი, დელპიერო), მეხუთე ტურში „ბებერი ქალბატონი“ მანჩესტერში „ოლდ ტრაფორდს“ სტუმრობდა, საიდანაც დელპიეროს პენალტის წყალობით 0:1 გაიმარჯვეს და 3 ქულა წამოიღეს ინგლისიდან. ხოლო მეექვსე ტურში ტურინელებმა საკუთარ მოედანზე ითამაშეს და 2:0 სძლიეს თურქული „ფენერბაჰჩეს“.
წილისყრით 1/4 ფინალში იუვენტუსის მეტოქე ნორვეგიული „როსენბორგი“ აღმოჩნდა. პირველი მატჩი ტრონდჰეიმში 1:1 დასრულდა (გოლი: ვიერი), ხოლო ტურინში განმეორებით შეხვედრაში 2:0 დაფიქსირდა (გოლები: ზიდანი, ამორუზო).
1/2 ფინალში იუვეს გასული წლის ფინალისტი ამსტერდამის „აიაქსი“ დაუპირისპირდა (ანუ 1995-96 წლის ფინალი – ნახევარ ფინალში). ჰოლანდიაში ტურინელებმა 1:2 დაამარცხეს ამსტერდამელები (გოლები: ამორუზო, ვიერი), ხოლო „დელე ალპიზე“ 4:1 იქნა განადგურებული მეტოქე (გოლები: ლომბარდო, ვიერი, ამორუზო, ზიდანი). ყოველივე ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნახევარ ფინალში „აიაქსთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში 6:2 გამარჯვების შემდეგ, დორტმუნდის „ბორუსიათან“ ფინალში უდავო ფავორიტად ტურინის იუვენტუსი მიიჩნეოდა.
ფინალი 1997 წლის 28 მაისს, გერმანიაში, კერძოდ მიუნჰენის ოლიმოიურ სტადიონზე შედგა.
სამწუხაროდ ფავორიტად შერაცხული „ბებერი ქალბატონი“ დამარცხდა. გერმანელი კარლ ჰაინც რიდლეს დუბლის შემდეგ, შეცვალზე შემოსულმა ალესანდრო დელპიერომ უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით ულამაზესი გოლი გაიტანა ქუსლით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვაბანკზე გადასული იუვენტუსის დაცვა „ბორუსიელთა“ კონტრ შეტევაზე ჩავარდა და ასევე შეცვლაზე შემოსულმა ლარს რიკენმა ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა გერმანელთა სასარგებლოდ.
1997 წლის ფინალის მონაწილენი: მეკარე: ანჯელო პერუცი. მცველები: ჩირო ფერარა, პაოლო მონტერო, მარკ იულიანო, სერჯიო პორინი. ნახევარმცველები: დიდიე დეშამი, ანჯელო დილივიო, ვლადიმერ იუგოვიჩი, ზინედინ ზიდანი. თავდამსხმელები: კრისტიან ვიერი, ალან ბოქშიჩი.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ალესანდრო დელპიერო, ნიკოლა ამორუზო, ალესიო ტაკინარდი
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.

1997-1998 წელი.
1997-1998 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იყო პირველი, რომელიც ახალი სქემით გაიმართა, წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების მეორე ადგილოსან გუნდებს საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგების მიხედვით შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ძირითად ტურნირში. კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ ნაცვლად 4 ქვეჯგუფისა 6 ქვეჯგუფი ჩამოყალიბდა, საიდანაც 1/4 ფინალში გადიოდა ექვსივე ქვეჯგუფის გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი. იტალიას ამ ტურნირზე როგორც ქვეყნის ჩემპიონი, „იუვენტუსი“ წარმოადგენდა, ხოლო „პარმა“ საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, იტალიის ვიცე ჩემპიონის რანგში მონაწილეობდა. წილის ყრის შემდეგ ქვეჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფში განთავსებულნი იყვნენ: გერმანიის „ბორუსია“ (როგორც გასული სეზონის ლიგის ჩემპიონი), იტალიის „პარმა“, ჩეხეთის „სპარტა“ და თურქეთის „გალათასარაი“
B ჯგუში განთავსდნენ: ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“, იტალიის „იუვენტუსი“, ჰოლანდიის „ფეინოორდი“ და სლოვაკეთის „კოშიცე“
C ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინის „დინამო კიევი“, ჰოლანდიის „პსვ ეინდჰოვენი“, ინგლისის „ნიუკას იუნაიტედი“ და ესპანეთის „ბარსელონა“
D ჯგუფი კი ასე გადანაწილდა: ესპანეთის „რეალ მადრიდი“, ნორვეგიის „როსენბორგი“, საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ და პორტუგალიის „პორტო“
E ჯგუფში მოხვდნენ: გერმანიის „მიუნჰენის ბაიერნი“, საფრანგეთის „პარის სანტ ჟერმენი“, თურქეთი „ბეშიქთაში“ და შვედეთის „გეტებორგი“
F ჯგუფში: საფრანგეთის „მონაკო“, გერმანიის „ბაიერ ლევერკუზენი“, პორტუგალიის „სპორტინგი“ და ბელგიის „ლიერსი“
B ჯგუფში იუვენტუსმა 12 გატანილი და 8 გაშვებული გოლით მეორე ადგილი დაიკავა 12 ქულით და როგორც საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი („ბაიერ ლევერკუზენთან“ ერთად) ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
ტურინულმა გრანდმა პირველ ტურში საკუთარ „დელე ალპიზე“ ჰოლანდიის „ფეინოორდი“ მიიღო და 5:1 გაანადგურა (გოლები: დელპიერო, დელპიერო, ინძაგი, ზიდანი, ბირინდელი), მეორე ტურში „ბიანკონერებმა“ მანჩესტერში „ოლდ ტრაფორდზე“ დათმეს შეხვედრა 3:2 (გოლები: დელპერო, ზიდანი), მესამე ტურში იუვემ სტუმრად სლოვაკეთში „კოშიცე“ დაამარცხა 0:1 (გოლი: დელპიერო), მეოთხე ტურში „კოშიცე“ ტურინს სტუმრობდა და 3:2 დამარცდა იტალიურ გუნდთან (გოლები: დელპიერო, ამორუზო, ფონსეკა), მეხუთე ტურში ტურინელები როტერდამს სტუმრობდნენ და ადგილობრივ „ფეინოორდთან“ 2:0 დათმეს შეხვედრა. ბოლო, მეექვსე ტურში „დელე ალპიზე“ იუვემ მანჩესტერელებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა „წითელი ეშმაკები“ (გოლი: ინძაგი). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურნირის ახალი წესების შესაბამისად, იუვე 12 ქულით ჯგუფიდან როგორც საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდი გავიდა.
წილისყრით 1/4 ფინალში იუვენტუსის მეტოქე უკრაინის კიევის „დინამო“ აღმოჩნდა. პირველი მატჩი ტურინელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს და ფრედ 1:1 ითამაშეს ანდრე შევჩენკოს და სერგეი რებროვის კიევის „დინამოსთან“ (გოლი: ინძაგი). განმერეობით შეხვედრაში კიევში ტურინელებმა 1:4 იმარჯვეს (გოლები: ინძაგი, ინძაგი, ინძაგი, დელპიერო) და 1/2 ფინალში გავიდნენ.
1/2 ფინალში იუვეს მეტოქე ფრანგული „მონაკო“ აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ ორი მატჩის ჯამში დავიდ ტრეზეგეს მიერ გატანილი გოლის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. პირველი შეხვედრა „ბებერმა ქალბატონმა” საკუთარ კედლებში გამართა და 4:1 დაამარცხა ფრანგული კლუბი (გოლები: დელპიერო, დელპიერო, დელპიერო, ზიდანი). განმეორებით შეხვედრაში კი ტურინელებმა 3:2 დათმეს შეხვედრა (გოლები: ამორუზო, დელპიერო), თუმცა ეს საკმარისი იყო ორი მატჩის ჯამში 6:4 დაფიქსირებულიყო და იუვე ზედიზედ მესამედ (1995-96-97-98 წლების) ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ყოფილიყო, ამჯერად ესპანურ მადრიდის „რეალთან“ ერთად.
ფინალი 1998 წლის 20 მაისს, ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამში „ამსტერდამ არენაზე“ შედგა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ტურინიული კლუბის ზედიზედ მესამე ფინალი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. სამწუხაროდ ფავორიტად შერაცხული „ბებერი ქალბატონი“ კვლავ დამარცხდა, ანგარიშით 1:0 პრედრაგ მიატოვიჩის მიერ 67-ე წუთზე იუვეს დაცვაში შექმნილ არეულობაში გატანილი გოლის წყალობით (რობერტო კარლოსის მიერ კარის მიმართულებით ყუმბარისებულად გასროლილი ბურთი, მარკ იულიანოს ფეხებში აებლანდა, რითაც ისარგებლა მიატოვიჩა). იუვე დამარცხდა ჩემპიონთა თასის და შემდგომში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უფრო ტიტულოვან გუნდთან, ესპანურ მადრიდის „რეალთან“. სამეფო კლუბი ამ დღეს 32 წელი ელოდა, რადგან ბოლო ტიტული მათ 1966 წელს ჰქონდათ მოპოვებული.
1998 წლის ფინალის განაცხადი: მეკარე: ანჯელო პერუცი. მცველები: პაოლო მონტერო, მარკ იულიანო, მორენო ტორიჩელი, ნახევარმცველები: ჯანლუკა პესოტო, ანჯელო დილივიო, დიდიე დეშამი, ედგარ დავიდსი, ზინედინ ზიდანი, თავდამსხმელები: ალესანდრო დელპიერო, ფილიპო ინძაგი.
სათადარიგო ფეხბურთელები: მიქელანჯელო რამპულა, დიმაშ ტეიშეირა, ალესანდრო ბირინდელი, ალესიო ტაკინარდი, ანტონიო კონტე, დანიელ ფონსეკა, ნიკოლა ამორუზო.
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ალესანდრო დელპიერო გახდა – 10 გატანილი გოლით.

ზედიზედ სამი ფინალის შემდეგ ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ აგრძელებდა უმაღლეს დონეზე ასპარეზობას 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, თუმცა შემდგომი ფინალი და ჯერ ჯერობით უკანასკნელი იუვენტუსმა 2002-2003 წლის სეზონში – მანჩესტერში „ოლდ ტრაფორდზე“ ჩაატარა ასევე იტალიური „მილანის“ წინააღმდეგ. სამწუხაროდ ფინალის „კომპლექსმა“ კვლავაც იჩინა თავი. მატჩის ძირითად და დამატებით დროში 0:0 დაფიქსირდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია მილანელთა სასარგებლოდ დასრულდა. (ფინალურ მატჩს ყვითელი ბარათების დაშვებულზე მეტი რაოდენობის გამო, პაველ ნედვედი ტოვებდა).

1995-96 წლის ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, ლუჩიანო მოჯის დამსახურებით, უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ერთგული ფეხბურთელი უსახსოვრა ისტორიამ ტურინის იუვენტუსს, თუმცა მათდა და „ბიანკონეროს“ გულშემატკივართა სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა იუვეს მაისურით ვერ აღმართა სანატრელი ჩემპიონთა ლიგის თასი. ასე დასრულდა იუვენტუსის ერთი ეპოქა.

გვჯეროდეს, ახალი ეპოქა იწყება! ჩვენ დავბრუნდებით!
(„ძველი გვარდიიდან“ ალესანდრო დელპიერო ისევ ჩვენს გვერდითაა!)…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nika Davids26
12 years ago

ეეხ,დიდი ედგარი,ნედვედი და ტურამი….უკონკურენციო იქნება საფეხბურთო სამყაროში:!:

araxoza
12 years ago

კაი დრო იყო ნაღდად.. ეჰ…

sandro ivaneishvili
12 years ago

კაცი ტირილს დაიწყებს რა ერთდროს ლიგებს ვიგებდიტ და ვოცნებობდიტ რეალებს და ბარსებს შემვხვდარიყავიტ და ახლა ბრეშასთან მეშინია 3-0 არ წავაგოთ

merke
12 years ago

უარესეიც ხდება ხოლმე

merke
12 years ago

LADIKA

მესმის შენი გულისტკივილი….მეც შენს გვერდით ვარ…

Ladika
12 years ago
Reply to  merke

მადლოოობ მერკე :)

ვკითხიულობ შენ კომენატრებს და მიხარია რომ ერთ აზრზე ვართ იუვესთან დაკავშირებით – რომ გასანადგურებლენი არიან მაროტა და დელ ნერი და იუვეს საშუალო დონი კლუბად ხდიან და რომ მატრი და კვალიარელა ვერასოდეს იქნება მკვლელი დუეტი (როცა ინტერს ეტოო პაცინი და მილანს 4 ყავს ეგეთი ზალატან პატო კასანნო რობინიო )))) ), და რომ მაროტა ვერასოდეს იყიდის ჩემპიონ ფეხბურთელს და რომ 28 წლის ახლად გამოჩენილი ფეხბურთელებით გრანდი არ იქმენბა და ა.შ

იმედია მერკე ამ ზაფხულში მოჯის მოსვლით და დეშამის მწვრთნელონით იუვეში გავიხარებთ !!! :)

merke
12 years ago
Reply to  Ladika

იმედია….მოჯი უეჭველია, აი დეშამს შენ არ გაგიტყდეს მარა ლიპი მირჩევნია….თუ არადა ლიპიც თუ გაიმაზა იყოს დეშამი…და გუნდმა შემტევი იგრა ითამაშოს…ისე ერთი მხრივ სწორი ხარ კვალიარელა მატრიზე, მაგრამ…მეორეს მხრივ ორივე გამტანი ფორვარდია…შენც ხომ იცი ბენზემას და აგეროს დონეს მაროტა ვერ გაქაჩავს…ამიტომ რაც გვაქვს იმით მოგვიწევს დაკმაყოფილება…უბრალოდ ერთი კიდევ გვინდა ვინმე ცოტა კაი ფორვარდი…და ჩემი აზრით თავდასხმის პრობლემა ასე თუ ისე მოიხსენება…ოღონდ ამაური, იაკინტა და ტონი უნდა მოაშორონ თავდასხმას…

12 years ago

ჩვენ ევრო ლიგაზეც ვერ მოვხვდებით არამგონია რომას გავასწროთ მოკლედ რააა არ ვიცი პირდაპირ აბა ვინ უნდა მოიყვანონ პიაზონს რომ უშვებენ???? კაროჩე რააა მე არ მინდა ისეთ გრანდს ვვუგულშემატკივრო
რომელიც ლიგაზე გასვლისთვის ბრძოლობს . ჩემს უბანში და საერთოდ
ბათუმში ზოგი მანუს ფანია ზოგი ჩელსის ზოგი ბარსას რეალის მილანის
იუვენტუსის ფანი ცოტაა . ამათ გადამკიდე ფეხბურთზე ხალხში ლაპარაკი მცხვენია რა ესე როგორ შეიზლება :evil::evil::evil:

merke
12 years ago
Reply to 

არაუშავს გული არ გაიტეხო…7 ადგილიდანაც გავდივართ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე როგორც შარშან…

12 years ago
Reply to  merke

და რათ მინდა ევროპა ლიგა???
ეგრედ წოდებული ლუზერების ლიგა ფაქტიურად ჩვენ ლუზერებში ყველაზე ლუზერები ვართ რადგან იქ ჯგუფიდან ვერ გავედით .
ლიგის მოგებაზე რო არ ვილაპარაკოთ

merke
12 years ago
Reply to 

სამწუხაროდ ასეა…ისე იმის თავიც არ გვქავს ევროლიგა რომ მოვიგოთ მამენტ…

12 years ago
Reply to  merke

კაი რააა ჯგუფიდან ვერ გავედით და რო გავსულიყავით პლეი ოფში გაგვანადგურებდნენ

Ladika
12 years ago

მაროტაააა გსაგდებიაააა. და რატომ მოწონთ ეს დირექტორად ვერ ვხვდები მართლა !!!

რა ფეხბურთელი დავკარგეთ (((((((((((((( პიაზონიიიიიიიიიიი

Ladika
12 years ago

http://www.tuttojuve.com/?action=read&idnotizia=44315

გოალ ქომიზ ამბავი არ არის. ტუტოიუვემ გაავრცელა – მაროტა 1 მილიონზე წუწუნებსო (

merke
12 years ago
Reply to  Ladika

ეგ ვიცი წავიკითხე…ხომ ვამბობდი ადრეც რომ ლიგაზე თუ არ ვიქნებით აქ არავინ არ გადმოვა თქო…მარა გული არ გაიტეხო ბარიდან, ჩეზენადან და რეჯინადან ვინათხოვრებთ ფეხბურთელებს და იქითია წელს კიდევ გავალ 7 ადგილზე….

Ladika
12 years ago
Reply to  merke

მაგათ დაემატება მარტინესი (ფოირმაში შედის), მოტას დაიტოვებენ პეპეს კვალიარელას და მატრის, + ტონი, ელმანდერიც მოვა გუნდში, შეიძლება სტანკოვიჩიც დავითრიოთ, მილანიდან ამბროზინი, ბალაკმა კარიერას იუვეში დავამთავრებო და მწვრთნე;ად დელ ნერის დატოვებენ და ფანტასტიკა გუნდი იქნება. ძამბროტას დაბრუნებაზეც მიდის ბაზრები და კანავაროს.

ფუუუუფ მაროტაააა შენი &$&%8 !!!

თუ არ გააგდეს მაროტა + დელ ნერი, არაფერი Eსველება ამ გუნდს

12 years ago
Reply to  Ladika

1 მილიონი რა დასაწუნებელია ერთი მილიონი მეტი ხოარა

merke
12 years ago
Reply to  Ladika

ჯუზეპე მაროტა ბანძია….ამით ყველაფერია ნათქვამი…მოკლედ ცოტა ხანში ალბათ გუნდს სულ მიწასთან გაასწორებენ….იუვე კატანიას და მასეთ დაბალი დონის გუნდების გვერდით გაეძრობა…და სეზონში ერთი თამაში რომ უვარდებათ ხოლმე გასვლაზე მილანს ან ინტერს რომ უგებენ ასე ვიქნებით ჩვენც….

merke
12 years ago

ეხლა ისეთ საშინელ დღეში ვართ , რომ ესეთი რამე თუ ოდესმე კიდევ გეღირსება აღარ მგონია…

Ladika
12 years ago
Reply to  merke

რა დროს ესააააა მერკეეე – პიაზონი დავკარგეთ !!!!! (((((((((((

merke
12 years ago
Reply to  Ladika

ბოლო ბოლო გაიფორმა ჩელსიმ…?

Ladika
12 years ago
Reply to  merke

იანვრისთვის. მანამდე არ შეუძლია მაგრამ იუვეს აჯობა შეთავაზებით და ხელფასით და შესაბამისად პიაზონიც წავა ჩელსიში.

ვაიმე მაროტა რა დეეგენერატი გვყააააავს. ზაფხულში ვერავის მოიყვანს ნორმალურს ეგ.

gocha khalvashi
12 years ago

ვაიმე სადაა ჩემი კომენტარი? საკუთარი რეკორდი მოვხსენი კომენტარის სიდიდეში… :mrgreen:

Ladika
12 years ago

გვჯეროდეს, ახალი ეპოქა იწყება! ჩვენ დავბრუნდებით!
(„ძველი გვარდიიდან“ ალესანდრო დელპიერო ისევ ჩვენს გვერდითაა!)…

არე დაიჯერო ეს :(

მაროტა ისეთ იდიოტებებს აკეთებს ამის შანსი არაა უბრალოდ.

პიაზონიც დავკარგეთ და უკვე ჩელსი იფორმებს :(

Ladika
12 years ago

ვაიმეეეეე პიაზონიიიიიიი დავკარგეთ !!!!!!!!!!!!

მაროტა გაააააგდეთ იუვედან სანამ დაანგრია და დაასაფლავა ეს გუნდი ბოლოდე !!!!!!

12 years ago
Reply to  Ladika

დეზ ინფო იქნება ეგ გოალ .ქომზეა და კიმაგრამ ცელსიც იმდენივეს სთავაზობს რასაც იუვე და რატო გადავიდოდა ჩელსიში???? არამგონია ეგრე იყოს. თუმცა ისიც არ მიკვირს რო პიაზონს ლიგაზე თამაში უნდოდეს
და მაგიტო ჩელსი აირჩია

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x