ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოიზე კინის იტალიაში დაბრუნება რეალური ხდება

მოიზე კინი

იტალიური მედიის მტკიცებით მოიზე კინის სამშობლოში დაბრუნების შანსები გაიზარდა.

აქამდეც იწერებოდა, რომ მინო რაიოლა პრემიერ ლიგაში წარუმატებელი თავგადასავლის შემდეგ, მაქსიმალურად ეცდებოდა კლიენტის სერია ა-ში ჩამოყვანას.

კულუარული ცნობებით ინტერი უკვე რამდენიმე თვეა ევერტონთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფება და ნიჭიერი შემტევის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქმე იმაშია, რომ ლაუტარო მარტინესი მჭიდროდ არის ბარსელონასთან დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ნერიაძური თავის დაზღვევის მიზნით, მის შემცვლელზე უკვე მუშაობს.

ოლივიე ჟირუ და დრის მერტენსი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტებად კი განიხილებიან, მაგრამ კინი ბეპე მაროტასთვის ჯერ კიდევ იუვედან არის ნაცნობი..

ინტერის გენერალური დირექტორის მოსაზრებით, ტურინელთა ექს ფორვარდი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დიდ პროგრეს განახორციელებს და ამიტომაც სურს მისი დამატება.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<