ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მომო სისოკო პოლ პოგბაზე საუბრობს

პოლ პოგბა

მომო სისოკო – ამ ფეხბურთელის სახელის და გვარის გაგონებაზე, ვფიქრობ გაორებული ემოცია გვეუფლება..

ლივერპულიდან იანვარში გადმოყვანილმა ნახევარმცველმა რამდენიმე თვე ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა..

თუმცა, შემდგომ ყველასათვის მოულოდნელად კრიზისი დაეწყო, რისი გადალახვაც ვერაფრით ვერ მოახერხა..

სისოკო ამჯერად პოლ პოგბაზე საუბრობს, რომლის დაბრუნებას ტურინელები ფაქტიურად წასვლის წამიდან ცდილობენ:

“ვიცი რომ მისი შეძენა რეალსაც სურს, მაგრამ თავად ფრანგს ტურინში დაბრუნება წყურია..

დარწმუნებული ვარ პოლი იმ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც თავს მნიშვნელოვან წევრად აგრძნობინებენ..

სწორედ მაშინ შეძლებს პოგბა იმ საფეხურზე დაბრუნებას, რა ფეხბურთსაც მანჩესტერში გადასვლამდე თამაშობდა..

იუვენტუსში გატარებული პერიოდი? პირველსავე დღიდან თავი ისე მაგრძნობინეს როგორც საკუთარ სახლში.

რომელიმე ეპიზოდის გამორჩევა გამიჭირდება, რადგან თითოეული დღე შავ-თეთრ ფერებში განსაკუთრებული იყო.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of