ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოურინიო ერიქსენის მომავალზე

კრისტიან ერიქსენი

მართალია ტოტენჰემს მაურისიო პოჩეტინო აღარ წვრთნის და გუნდში ცოტახნისწინ ჟოზე მოურინიო მივიდა, თუმცა კრისტიან ერიქსენის გადაწყვეტილებაზე, როგორც ჩანს ამას ზეგავლენა არ მოუხდენია.

დანიელ შუახაზელს წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავად ჟოზემაც ორაზროვანი კომენტარი გააკეთა:

“სიტუაცია რთულად გამოიყურება და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. კრისტიანი ფანტასტიური მოთამაშეა, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით..”

ტოტენჰემი უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებს ერიქსენს და თუ ამჯერადაც უარი მიიღო, მაშინ მისი იანვარიშვე გასხვისება ფრიად რეალური ხდება. 

იუვენტუსი და ინტერი დიდი ხანია ჰორიზონტზე არიან.. ერიქსენისთვის ორივე ეს ვარიანტი მიმზიდველად გამოიყურება.. თუ ახლა არა ზაფხულში კრისტიანი ერთ-ერთ მათგანს დიდი ალბათობით შეუერთდება, რადგან რეალის ვარიანტი სულ უფრო და უფრო შორს იხევს.. 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<