ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” იუვეს აღარ აქვს შეცდომის დაშვების უფლება ”

ტრადიციულად , ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორი ყოველი უიკ ენდის შემდეგ , მიმოიხილავს წამყვანი იტალიური კლუბების ასპარეზობას და მათ სამომავლო მიზნებს …

იბრაჰიმოვიჩზე და მილანზე …

” ფრე რომელიც რომში დაფიქსირდა იყო კანონზომიერი , რომელმაც საბოლოო ჯამში მილანის სამართლიანი ჩემპიონობა განაპირობა . როსონერი ამ ტიტულისთვის მთელი სეზონის მანძილზე ნაბიჯ ნაბიჯ მიდიოდა . რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს , განურჩევლად იმისა თუ რომელ კლუბში ასპარეზობს  , იგებს ყველა ჩემპიონატს . მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბერლუსკონის , გალიანის და ალეგრის ეს წარმატება , მათ მართლაც ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბეს . რომა საკმაოდ ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ზონასთან , მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ფავორიტი უდინეზეა , რომელმაც ლაციო ბრწყინვალე ორთაბრძოლაში დაამარცხა . დე როსის დისკვალიფიკაცია ნამდვილად არ იქონიებს ზეგავლენას რომას შედეგებზე , მიმდინარე სეზონი მისი ნამდვილად არ არის და თან ყველაფერთან ერთად დისციპლინაშიც საოცრად მოიკოჭლებს . საკუთარი საქციელით ის მე მონტეროს მაგონებს . სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ ის , რომ პაოლო საკუთარი ზონის ნამდვილი ლიდერი იყო ” .

ნაპოლიზე …

” ფიორენტინას დამარცხების შემდეგ , ინტერმა ვფიქრობ საბოლოოდ გაიფორმა მეორე პოზიცია , ამან ხელი ნეაპოლეტანური კლუბის ჩავარდნამ განაპირობა ლეჩესთან , სადაც მაცარის გუნდი იოლი გამარჯვების მისაღწევად გაემგზავრა ” .

იუვენტუსზე …

” იმ შემთხვევაში თუ ტურინელები მოახერხებენ კიევოს დამარცხებას , მაშინ მათი შანსები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გაიზრდება , ასევე გაიზრდება დელ ნერის პროცენტული მაჩვენებელი გუნდში დარჩენის საკითხზეც . რა რეაქცია მქონდა ელკანის განცხადებაზე ? ისინი თუ მართლა აპირებენ სერიოზული გუნდის აშენებას , მაშინ სატრანსფერო ბაზარზე აღარ უნდა დაუშვან შეცდომები ფეხბურთელების არჩევისას . იუვენტუსს უკვე აღარ აქვს ამის უფლება . 2006 წელს ვიწინასწარმეტყველე , რომ მილანური კლუბების ეპოქა დგებოდა , დღეს კი ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა არის იუვენტუსი , რომელსაც აქვს საშუალება მომავალ სეზონში საკუთარი სიტყვა თქვას მოედანზე ” .

სამპდორიაზე …

” მას შემდეგ რაც ისინი გენუურ დერბიშიც დამარცხდნენ , კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სერია ბ-ს . როდესაც კასანოს და პაცინის გაყიდი ერთდროულად , ეს ფაქტიურად თვითმკვლელობაა . გუნდმა დაკარგა საკუთარი თავი და მას უკვე ისეთი ფეხბურთელიც კი როგორიც პალომბოა , ვერაფერს უშველის . კავაზინიმ ვერაფრით ვერ უშველა სამპდორიას ” .

ცვლილებები მთავარი მწვრთნელების სერია ა-ში …

” არც კი ვიცი დაიწყება თუ არა სერია ა-ში , ” მწვრთნელების ვალსი ” .ამ ეტაპზე მთელი ყურადღება უნდა გაკეთდეს ისეთ პერსონაზე როგორიც არის გასპერინი , მისით უკვე ეხლა იჩენენ ინტერეს ნაპოლი , ლაციო და პალერმო . გარანტიას ვიძლევი , რომ კარგი და შრომისმოყვარე სპეციალისტია . არ გამიკვირდება ასევე თუ დელიო როსის მომავალ სეზონში რომას სათადარიგოთა სკამზე ვიხილავ . რომელ მწვრთნელს ვურჩევდი გრანდებს ? რათქმაუნდა ვენგერს ” .

წყარო : TuttoJuve

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

29
Leave a Reply

avatar
24 Comment threads
5 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
14 Comment authors
vako-10Del_GoguaiosisandrinhoNachke Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
vako-10
იუვენტინო
vako-10

აუ ესეიგი რა გამოდის რო ვერ გავედით უნდა გვიხაროდეს თორე მომდევნო სეზონიც დელნერისთან ერთად მეტისმეტია

NEDVEDA11..
იუვენტინო

მოვედი ლუდით და ჩიფსებით ხელში და
იმედია არ ჩამაშხამებენ :mrgreen:

sandrinho
იუვენტინო

Del_Gogua
კი მართალი ხარ ეს კაი მაფიოზია მარა სამაგიორედ თავისი საქმის პროფესიონალი და რაც შეხეება იმას ახლა მაროტას და დელ ნერის დროაო რომ ამბობ იმედია ხუმრობ :D :D :D

iosi
იუვენტინო

Datka შენი სკაიპის ნიკი მომწერე რა რომ დაგამატო

Del_Gogua
იუვენტინო

ამის გამოხედვა ნუ გატყუებთ!!! არ არის ეს მამა აბრამის ბატკანი… ამდენს იმიტო იძახის იუვეზე რო ბოღმა ახრჩობს ელკანის (რომელმაც ბოლომდე არ მიაწვა ამის საკითხს). მე ამას მაროტა მირჩევნია წავიდა ამის და ლიპის დუეტის დრო, ახლა მაროტა-დელ ნერის დროა

iosi
იუვენტინო

დათკა შენ სკაიპს ხომ ვერ მეტყვი რომ დაგამატო?

arseni
იუვენტინო
arseni

2006 წელს ჯერარდის ტრანსფერტანაც ახლოს იყვნენ როგორც ვიცი, გუნდი რომ არ დაეძირა მსოფლიო საფეხბურთო მაფიას

sandrinho
იუვენტინო

xo vengeris moyvanasTan es Zalian axlos iyo 2006 wels

Nachke
მოდერატორი

ლასი არა ფეხი, ეგ გამოუთლელი ხე ჰორიზონტზეც არ დავინახო, მაგის გაუმჯობესებული ვერსია 2.0 გვყავს გუნდში : D

NEDVEDA11..
იუვენტინო

წავედი აბა მე და თამაშამდე მოვალ სახლში ლუდით ხელში :mrgreen:

BarseGa
იუვენტინო
BarseGa

ჩაქეთვალა

albertoaquilani
იუვენტინო

გაიგეეთ რა დაიწერაა??? ფაბიო გუილდი(მაროტას მარჯვენა ხელი) მაცარის შეხვდაო…. ეს რათქმა უნდა გასაიდუმლოებულად ინდა მოპმხდარიყო მარა რათქმა უნდა შეამჩნიესო… და მაცარი ყველაზე ახლოს არის იუვეს მწვრთნელობასთანო

albertoaquilani
იუვენტინო

არა არა ლასი თუ მართლა წავიდა რეალიდან უნდა ვიყიდოთ უეჭველი

arseni
იუვენტინო
arseni

დეშამი გვინდა მწვრთნელად …. ნასრი და ლასანა არცერთი არ გვაწყენდა … მაგრამ ჯერ მაისში ძალიან რთული ამოცანები დგას კლუბის წინაშე, რომელიც მარტო მასზე არ არის დამოკიდებული, როგორც სერია ა-ში ისე კოპა იტალიაზე

arseni
იუვენტინო
arseni

კაცოოო დელ ნერი არის წარუმატებლობის გარანტია … დარცება და ვიქნებით ასეთი მაჩანჩალები … შაჰინი გადავიდაო რეალში … თანხად სულ რაღაც 10-12 მილიონი ევრო სახელდება

albertoaquilani
იუვენტინო

შაჰინი მაგარია მარა რავი რეალში გადასვლით მომავალი გაიფუჭა უეჭველი… ისე ნასრის კონტრაქტი არსენალთან 2012ში ეწურება და ეგ რომ გვათრევინა მაგარი იქნებოდა…

Juvent1no
იუვენტინო
Juvent1no

ანჩელოტი არამგონია გაუშვან ჩელსიდან!
ლიპი თავისუფალია მიკვირს რატო არ ეპატიჟებიან
დეშამი ვერ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი ასე რომ დეშამზე ფიქრიც შეიძლება
მაცარი შეიძლება მოვიდეს მაგრამ არამგონია რამე გამოვიდეს .
ვენგერზე ოცნებაც არ ღირს დამიჯერეთ !

Beeq ... Sempre Juve ...
იუვენტინო
Beeq ... Sempre Juve ...

მამენტ რომ დარჩეს დელნიერი ურიგო არ იქნებააა … იქნებ ეს წარუმატებლობა მომავალში წარმატებისთვის გამოადგეს … მე მინდა რომ დარჩეს !!!

ika..juve..10
იუვენტინო

მოკლედ ყველა მწვრთნელი იუვეს ინტერესების სფეროშია პელეგრინის და ნესტორ მუმლაძის გარდა.. ეს დელ ნერი კიდე გამოდის და ვრჩებიო :mrgreen:

ika..juve..10
იუვენტინო

დათკაა ვენგერს რატომ იწუნებ, მშვენიერი ახმახი და გამოცდილი მწვრთნელია :-D

bero-juve10
იუვენტინო

ისე თუ ვინმეს გაგხსენებიათ ერთ დროს იტალიის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელები პიერლუიჯი კაზირაგი და კლაუდიო ჯენტილე ორივე თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა.

bero-juve10
იუვენტინო

ვენგერი უდიდესი მწვრთნელია მაგრამ მას არასოდეს ჰქონია საშვალება რომ სერია ა- ში თავის ძალები მოესინჯა ამიტომ ცოტა რთულად არის ამ მხრივ საქმე მე ძალიან მესიამოვნება თუ არსენი მოვა მაგრამ ამ ეტაპზე იუვეს კეთილდღეობისთვის მარტო ერთი კაცი მიმაჩნია რომ წარმატებას მოუტანს და ეს ერთი კაცი არის კარლო ანჩელოტი სხვა შემთხვევაში არც ლიპი დაბრუნდება და არც კაპელო ანჩელოტი და თანაშემწედ კონტე ან ფერარა აი ეს არის ჩემი პოზიცია.

albertoaquilani
იუვენტინო

აჰა კაცი ვენგერიო თქვა… მორჩა წავიდეს ეხლა მაროტა ინგლისში და როგორც უნდა ისე დაითანხმოს ვენგერი ჩვენთან წამოსვლაზე…