ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : “იუვეს უკვე ჰყავს ათიანი და ის პაულო დიბალაა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩიანო მოჯი ბიანკონერების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს შეეხო და მათზე მცირე კომენტარი გააკეთა : “ოგბონას პრემიერ ლიგაში ტრანსფერი ტურინელთათვის სწორი გადაწყვეტილება იყო, ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და როცა რომელიმე გუნდი მზადაა 11-12 მილიონი გადაიხადოს ასეთ მოთამაშეში, აუცილებლად უნდა დათანხმდე.წარმატებებს ვუსურვებ ანჯელოს ვესტ ჰემის შემადგენლობაში, თუ მეტი სათამაშო დრო ექნება, ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაუჩნდება.პირლო იუვეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, მისი ჩანაცვლება მარკიზიომ უნდა შეძლოს, კლაუდიო ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ბურთის გათამაშება, რაც შეეხება ტევესს, მისი ჩანაცვლება უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.გასაგებია, რომ მანჯუკიჩი მებრძოლი და მაღალი დონის წინახაზელია, მაგრამ არგენტინელი და ხორვატი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან.ათიანი ? – პაულო დიბალა, ის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდაა, როცა მაროტამ მასში 32 მილიონი გადაიხადა, იქ გადაჭრა ათიანის პრობლემა, არგენტინელი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდია.”

“ტრეკუარტისტა ? – როგორც უკვე ვთქვი, ამ პოზიციაზე იუვეს დიბალა ჰყავს, იგი ნახევრად უკანდახეული ფორვარდია, ნახევრად კი თავისუფალი მხატვარი, მეეჭვება, ხელმძღვანელობამ გუნდში კიდევ მოიყვანოს იმ პოზიციის ფეხბურთელი.კუადრადო ? – როცა იგი ჩელსიში გადავიდა, ბევრ სირთულეს გადააწყდა, მისი მთავარი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, ვნახოთ, როგორ ითამაშებს მომავალ სეზონში.მეეჭვება, იგი ბებერი ქალბატონის სტილს შეესაბამებოდეს, მისდამი ინტერესი მხოლოდ ჭორებია და კონკრეტული არაფერი.”

“სხვა გუნდები ? – კარლოს ტევესის წასვლით იუვენტუსი ცოტა დასუსტდა, თუმცა მაინც ლიდერად რჩება, მილანმა ფორვარდები დაიმატა, ინტერმა კონდოგბია.იბრაჰიმოვიჩი ნერიაძურიში არ გადავა, თუ იტალიაში დაბრუნებაზე მიდგა საქმე, მხოლოდ როსონერიში.31 აგვისტომდე კიდევ დიდი დროა და სხვა კლუბებს ტრანსფერების განხორციელება მოუწევთ, თუ ბებერ ქალბატონთან ოდნავ წამოწევა სურთ.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აქ ზოგს მარონე პოგბას დონის გონია რა გიკვირს :lool: :lool: :lool:

irakli28
4 years ago

აქ რო იკითხო ასამბობ ძაძა ახეხინებს თურმე სკამს :lool: :lool: :lool: მოჯიზე უკეთ იციან :lool: :lool:

juventus-1987
4 years ago

შენ პირს შაქარი ლუჩიანო :forza: :forza: :forza:

juveboy-leo
4 years ago

ise exla pesejes tamashs ameorebdnen da veratis vakvirdebodi dzaan magari ostatia ra
dagvxatavda mitumetes pirlos wavida. .
kavani supta mazilaa raga iguaini da raga eg
ertiertze ramdens mazavs
dzveli kavanidan saxelia shemorchenili

juveboy-leo
4 years ago

ise ogbona magrad gaasages 12 limonad
islac shetenon sevilias sanam markebi aqvs aweuli minimum 10-12 ad (arada 3-4 limoni tu girs)

juveboy-leo
4 years ago

juves yavs atiani da es domeniko berardia :chuvak:

svani
4 years ago

გასაკვირი არაფერი უთქვამს. ეს დიბალა უფრო მეორე ფორვარდად მევლინება მე პირადად. ეს 9 ნომერზე რომ დააყენო შეჭამენ მცველები. ცენტრფორვარდი ცოტა ჯანზე უნდა იყოს და ფიზიკურად ძლიერი რომ ცენტრალუ მცველებთან ორთაბრძოლა მოიგოს. იქნება ფორვარდების უკან გამთამაშებელი და ეყოლება ზამენა პერეირა. ცენტრი იქნება ვიდალი მარკიზიო პოგბა და ზამენა გვეყოლება ხედირა სტურარო. თავდასხმას ჩემი აზრით მორატა მანჯუ დაიწყებენ და მერე რა მოხდება ვინ ვის ამოაგდებს კაცმა არ იცის. მოკლედ ჯერ სუპერ თასი მინდა სასწრაფოდ და მერე წამოვა გამოიკვეთება ვინ ვინ არის რა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mოკლედ დაე ვენდოთდიბალას საკმაოდ ნიჭიერია ახლა უკეთესი პარტნიორებიც ეყოლება და იმედია მოუმატებს მე კი კაი ხანია ვიძახი რო მისგან დიდი იგროკი დადგება და ამხელა კაცმაც ასე დადებითად შეაფასა დიბალა :forza: :juvee:

R24
R24
4 years ago

:up: მანდ ვარ მეც :forza: :forza:

lasha naxucrishvili
4 years ago

აჰა ეგეც მე ვარ ?!
დიბალა არის ზუსტად ეგეთი სადაც გინდა არბენინე თავდასხმაში.
ეს კაცი ნელ ნელა თავს მაყვარებს :up: ვიდალი და გამთამაშებელი omg :boli: მაქს იმედია ამას ჩემი თვალები აღარ ნახავს ეგ იგივეა რაც 4-4-2.ფერეირა და დიბალა გამთამაშებლად და მორჩა თუ რა თქმა უნდა ტაქტიკა არ შეიცვალა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mოჯი მახარებს ფაქტი რო შენც ხედავ დიბალაში დიდ ტალანტს :forza:

Kva Shi
4 years ago

გადაწყდა 10 და იმედია 10 წელი მაინც ითამაშებს იუვეში და გახდება იუვეს ლეგენდა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

12
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<