ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი „იუვენტუსზე“ და სავარაუდო ტრანსფერებზე საუბრობს

ლუჩიანო მოჯიმ კომენტარი გაუკეთა „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ინფორმაციებს. როგორც ამბობენ „იუვეს“ ახალი მწვრთნელი იქნება ანტონიო კონტე, რომელსაც მოჯი საკმაოდ კარგად იცნობს.
„იუვენტუსი“ წელს იყო საშუალო დონის უფერული გუნდი, რის შესახებაც მე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ვსაუბრობდი. პრობლემა იმაშია, რომ ზუსტად უნდა იცოდე ვინ იყიდო და არ უნდა დაიწყო გამოცნობა გამოგადგება თუ არა იგი. კონკრეტულად მომდევნო სეზონთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ანტონიო კონტე კარგი ვარიანტია. ის არის იუვენტინო და მას სისხლში აქვს გამარჯვების წყურვილი. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ის მწვრთნელი იყო მინდორზე. კონტეს შეუძლია დაიწყოს ახალი ციკლი და ისარგებლოს იმ უპირატესობით სერია ა-ში, რომ „იუვეს“ შემდეგ წელს ევროტურნირებზე არ მოუწევს ასპარეზობა, რაც საშუალებას მისცემს მას კვირიდან კვირამდე უკეთესად მოამზადოს გუნდი“.
ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით ლუჩიანო მოჯიმ განაცხადა: „ჩემი აზრით ეს ტრანსფერი შეცდომაა. ფიზიკურად ეხლა პირლო სუსტია, ის 32 წლისაა და როდესაც აშენებ ახალ გუნდს და აქცენტს აკეთებ 32 წლის ფეხბურთელებზე ეს თავიდანვე შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. მე ამით არ მინდა იმის თქმა, რომ პირლო უხარისხო ფეხბურთელია, მაგრამ ეს ის პირლო აღარაა“.
ასევე არც ბენზემას ტრანსფერის გამართლებაშია დარწმუნებული ლუჩიანო მოჯი. „ბენზემა რათქმაუნდა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ტაქტიკურად ის სუსტია. აი აგუეროს კი ნამდვილად ბევრის მიცემა შეუძლია „იუვენტუსისთვის“, თუმცა სანამ აგუეროს იყიდიან, მანამდე აუცილებელია კარგად დაკომპლექტდეს გუნდი მოედნის ცენტრში და დაცვაში. მხოლოდ კიელინი და ბუფონი ვერ გადაწყვეტენ მარტო ყველა პრობლემას. ამ სეზონში „იუვეს“ ნახევარდაცვაში საკმაო სირთულეები არსებობდა, განსაკუთრებით ეს საშინაო მატჩებზე შიეძლება ითქვას”.
მოჯის სიტყვების მიხედვით რევოლუცია სწორედ მოედნის ცენტრიდან უნდა დაიწყოს. „მე შევცვლიდი გუნდის მთელ ნახევარდაცავს, დავტოვებდი მხოლოდ კლაუდიო მარკიზიოს, მაგრამ დავაყენებდი მას თავის პოზიციაზე და არა იქ, სადაც ეხლა უწევს თამაში. აკვილანიმ ვერ გაამართლა იმედები. მელო საერთოდ უნდა მოკვეთო გუნდიდან. მელოსთან ერთად შეუძლებელია ნახევარდაცვის ხაზის აწყობა. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული გვარები შესაძლო საჭირო შენაძენების. მაინც სულერთია, ჩემი და „იუვეს“ მოქმედი ხელმძღავენელობის ხედვა სრულებით სხვადასხვაა. დელპიეროსთან კონტრაქტის გაგრძელება კი ნამდვილად სწორი სვლა იყო. დანარჩენებზე კი რა შემიძლია ვთქვა? დავტოვებდი მხოლოდ მატრის. ამაური? ის არც ისე ცუდია, როგორც მასზე საუბრობენ ამ ბოლოს. უბრალოდ ის თამაშისას ძალიან არის დამოკიდებული ფლანგურ ჩაწოდებებზე“ – განაცხადა ლუჩიანო მოჯიმ.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

60 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
12 years ago

დავაი რა მოჯი მეკარგება შენზე წარმოდგენა კაცი რომ ამაურიზე იტყვის მაგარიოა და გუნდში დავტოვებდი მარკიზიოსო ან ბებერი ძაღლია ან გაბრაზებული

12 years ago

მდააა!!! მელოზე რაც თქვა გაოცებული ვარ.. გასაგებია ვარსკვლავებს არ წყიტავდა ფელიპე მაგრამ აქ ბევრს ევასება და ალბად ჩემზე მეტად გაოცდით :-D

12 years ago

ise rinaudos gamosyidvaze ar midis saubrebi????

valeri tokhadze
12 years ago

როგორ გვაკლია ლუჩიანო

ramo
12 years ago

მაგარი კვერცხი ხარ ტონის და ვიგაც ვიგაც ბომჯემბს ყიდულობდი და პირლოზე უარს ამბობ წადი შენი ნერვებს მიშლი უკვე

Gurami Tkebuchava
12 years ago
Reply to  ramo

ნედვედი, ბუფონი, ტურამი, ტრეზეგე, ემერსონი, ვიეირა, იბრაჰიმოვიჩი, კანავარო და რავიცი რაღა გინდა მეტი? ესენი მაროტას კიარ უყიდია :D

12 years ago

ზატო მაროტამ მარტინესი იყიდა მაგათგან ყველას ჯობია!!! და კიდე მოტა იყიდა!!! ხო და რინაუდო რო გამოგვადგა წელს ისე არცერთი არ გამოგვდგომია არც ძველი და არც ახალი. ამობეტონებული ქონდა დაცვა

Vaxooo
12 years ago

პირლოზე 100%-იანი იბაზრა. ნუ რა თქმა უნდა ანდრეა დიდი ნახევარმცველია, მაგრამ ახლა შენდება ახალი იუვე, ახალგაზრდა ფეხბურთელებით და რავი. ბენზემაზე და აგუეროზეც სწორი თქვა

საბა შიოშვილი

Datka
ბიჭო, ინიესტამ და ხავიმ შეიძლება 100 მეტრიანი პასი არ გააკეთონ მაგრამ 5 მეტრიანში ისეთი გაუძვრინოს რო 4 მცველი პლიუს 4 ნახევარმცველი იმენა მოედნიდან გაუშვას : ))

შენ რა გგონია პირლოს მოსვლა ჩემზე მეტად გაგიხარდება ? :D

| Newsphere by AF themes.
60
0
Would love your thoughts, please comment.x