“ნაპოლის” გულშემატკივრები იგუაინის მაისურებს წვავენ
“ნაპოლის” გულშემატკივრები გონსალო იგუაინის გადაწყვეტილების წინააღმდეგ..
პიპიტამ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მალე ტრანსფერი უკვე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნეაპოლის ქუჩებში გამოჩნდნენ გულშემატკივრები, რომლებიც წვავდნენ იგუაინის მაისურებს.ერთ-ერთ გამოცემას მცირე ინტერვიუ ენცო დ’ანიელომ მისცა, იგი ლიდერი გახლავთ ნეაპოლელთა გულშემატკივრების : “იმედგაცრუებულნი ვართ, ასე მოქცევას არ ვიმსახურებდით.იგუაინი ჩვენთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი.იგი გუნდის სიმბოლო იყო და ზედმეტი ფიქრის გარეშე გვიღალატა, დიეგო მარადონა ასე არასდროს მოიქცეოდა.”
აღსანიშნავია, რომ დღეს დიმაროს ბაზაზე მისვლას აურელიო დე ლაურენტისი აპირებდა, თუმცა გულშემატკივრებთან შეხვედრისგან თავის არიდების მიზნით ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო.
ვერ გაამტყუვნებ. მე დღემდე ვერ მიპატიებია იბრასთვის 2006-ში მერდაში გადასვლა.
და აბა კარიერა ისე დაამთავროს რო ტიტული ვერ მოიგოს? თან იუვემ პუნქტი აამუშავა ვინ კითხავდა უკვე იგუაინს))
რა ცუდია ისე კლუბის და საერთოდ ჩემპიონატის ბომბარდირი მაინცდამაინც მოსისხლე მტრის რიგებში რომ გადადის. :(
ამით თუ დამჰვიდებით დაწვით რამდენიც გინდათ